ბეფორველ- AD3E / Beforvel-AD3E

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინების კომპლექსი.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა, თიკანი, კვიცი, ჩოჩორი, ბატკანი, ძაღლი, კატა, გოჭი, ღორი.


მწარმოებელი ქვეყანა: ვილსანი, თურქეთი.

შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ვიტამინი A -15 000სე, ვიტამინი D3 -1000 სე, ვიტამინი E - 20 მგ, ვიტამინი B1 -10 მგ, ვიტამინი B2 - 5 მგ , ვიტამინი B6 - 3 მგ, ვიტამინი B12 - 50 მგ, ნიაცინამიდი 35 მგ და D-პანტოთენოლი 25 მგ, შემავსებელი 1 მლ-მდე.


გამოშვების ფორმა: 20მლ, 50მლ და 100მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში და მუყაოს ყუთში.


გამოყენების წესი და დოზები


პრეპარატი შეჰყავთ კუნთში ან კანქვეშ:
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენი - 20-30მლ
ცხვარი, თხა -    5-10მლ
თიკანი, კვიცი, ჩოჩორი - 5-10მლ
ბატკანი -  3-5მლ
ძაღლი -  1-5მლ
კატა - 1მლ
გოჭი <10კგ 0.5-2მლ
გოჭი<50კგ 2-4 მლ
ღორი >50კგ 5-10მლ


პრეპარატის მიღება შეიძლება გამეორდეს 10-14 დღიანი ინტერვალებით.


შენახვის პირობები


ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-25ºC -ზე. პრეპარატი თავის ეფექტს ინარჩუნებს წამლის პირველი გამოყენებიდან 28 დღის განმავლობაში თუ შენახული იქნება  ინსტრუქციის შესაბამისად.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ