იხტიოლის მალამო 10% ან 20%

იხტიოლის მალამო

წამლის ფორმა
მალამო გარეგანი გამოყენების, გამოიყენება ვეტერინარიაში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება
სამიზნე სახეობა: შინაური ცხოველები
შემადგენლობა
მალამოს 1გ შეიცავს:  იხთიოლს 0,1მგ ან 0,2მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი, ემულგატორი Т-2
აღწერა: შავი ან მუქი ყავისფერი მალამო, დამახასათებელი სუნით.
გამოშვების ფორმა: 10%-ანი მალამო 20გ პოლიეთილენის ქილაში; 20%-ანი მალამო 20გ პოლიეთილენის ქილაში და 500 გ პოლიეთილენის კონტეინერში
ფარმაკოლოგიური თვისებები
გარეგანი გამოყენების პრეპარატი. ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ  მოქმედებას, აგრეთვე აქვს ადგილობრივი ანალგეზიის უნარი, აუმჯობესებს ჭრილობების შეხორცებას.
გამოყენების ჩვენებები  
ღია ჭრილობები, დამწვრობა, ეგზემა, დერმატიტები, ჩირქოვანი ჭრილობები, ნაწიბურები, ნახეთქები.
გამოყენების წესი და დოზები
მალამო გამოიყენება ადგილობრივად, უნდა შეეზილოს დაზიანებულ კერას და მის გარშემო ქსოვილებს, ან თხელი ფენა წაესმება სუფთა თეთრ ქსოვილზე ან დოლბანდზე. გადახვევებს და შეზელვას აწარმოებენ დღეში 2-3ჯერ გამოჯანმრთელებამდე.
გვერდითი მოვლენები  
პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. შეიძლება აღინიშნოს გადამეტებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენებები  
არ აღინიშნება.
შენახვის პირობები  
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20℃  ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
მწარმოებელი ქვეყანა:

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ