ვილკაინი / Vilcain

წამლის ფორმა: საინექციო სუსპენზია,  გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საანესთეზიო საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი, ცხვარი, კატა, ძაღლი.


მწარმოებელი ქვეყანა: ვილსანი, თურქეთი.


შემადგენლობა: 1მლ შეიცავს:  ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს 20მგ; ადრენალინს 0.01 მგ.


გამოშვების ფორმა: 20მლ, 50მლ და 100მლ ფერადი შუშის ბოთლებში და მუყაოს კოლოფებში.


გამოყენების წესი და ჩვენებები


გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ღორების, ცხენების, ცხვრების, კატებისა და ძაღლებისთვის გინეკოლოგიური ჩარევების, გართულებული მშობიარობის, საკეისრო კვეთის, საშვილოსნოს პროლაფსის დროს. ასევე ოპერაციების დროს, როგორიცაა კასტრაცია და კუდის ამპუტაცია. ტრამვების შემთხვევაში, ინფილტრაციული ნერვის ანესთეზიის, ეპიდურალური და რეგიონალური ანესთეზიისთვის. სახის (პირი, ცხვირი) და კისრის მიდამოში, ლორწოვანი გარსის ზედაპირული ანესთეზიისთვის.


დოზირება


გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სხვაგვარადაა მითითებული ვეტერინარის მიერ, პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, ნერვის გაფართოებისა და ეპიდურალური გზით.


შენახვის პირობები


შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე (15-25 °C).


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

იხილეთ სრულად 


დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ