ნეომოქსის ბოლუსი (NoemOxy)
Neomycin Sulfate; Oxytetracycline HCl
წამლის ფორმა: ბოლუსი საშვილოსნოში გამოსაყენებლი, გამოიყენება ვეტერინარიაში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება
სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (მეხორცული, მერძეული), წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი(ცხვარი, თხა), ღორი, ცხენი
შემადგენლობა
თითოეული 4გ-ანი ბოლუსი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ნეომიცინის სულფატს - 500მგ; ოქსიტრაციკლინის ჰ/ქ - 500მგ
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი 1.2 გ, ლაქტოზა 1გ, მიკროკრისტალური ცელულოზა 0.36გ, ნატრიუმის კროსკარმელოზა 0.2გ, პოლივინილპიროლიდონი 0.08გ, მაგნიუმის სტეარატი 0.04გ, ტალკი 0.12გ
აღწერა: ყვითელი ფერის მოგრძო ფორმის ბოლუსი. ერთ მხარეს ჭდით, მეორე მხარეს წარწერა BIO
გამოშვების ფორმა და შეფუთვა: მყარი კონსისტენციის მოგრძო ფორმის ბოლუსი #6 დაფასოებულია ბლისტერზე, #5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ნეომიცინი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, რომელიც ბაქტერიციდულად მოქმედებს გრამუარყოფითი (E. coli, Salmonella spp., Klebsiella spp., Proteus spp., Shigella, Enterobacteriae, Staphylococcus spp.) და ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ.
ოქსიტეტრაციკლინი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს ტეტრაციკლინის ჯგუფიდან, რომელიც აქტიურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიებისა (Staphylococcus, Streptococcus, Micrococcus, Bacillus, Corynebacterium, Campylobacter) და პროტოზოების (Trichomonas vaginalis) წინააღმდეგ.
ჩვენებები:
გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენის, ღორის სასქესო ორგანოების, მშობიარობის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, რომლთა გამომწვევია ოქსიტეტრაციკლინის და ნეომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები.
გართულებული და პათოლოგიური მშობიარობის, აბორტების, მომყოლის ქირურგიული მოცილების, მშობიარობის შემდგომი მწვავე ენდომეტრიტის დროს.
დოზირება, მიღების წესი:
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია გარეთა სასქესო ორგანოების სანიტარული დამუშავება. პრეპარატი გამოიყენება მშობიარობიდან 2-4 სთ-ის შემდეგ.
საპროფილაქტიკოდ: მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხენებს: საშვილოსნოში, 1 ბოლუსი ერთჯერ ან ორჯერ, 48 სთ-ის ინტერვალით.
ცხვარს, თხას, დედაღორს: საშვილოსნოში, ½ ბოლუსი ერთჯერ ან ორჯერ 48 სთ-ის ინტერვალით.
სამკურნალოდ: ძროხებს, ცხენებს: საშვილოსნოში, 1-3 ბოლუსი, 48 სთ-ში ერთჯერ, გამოჯანმრთელებამდე;
ცხვარს, თხას, დედაღორს: საშვილოსნოში, 1-2 ბოლუსი, 48 სთ-ში ერთჯერ, გამოჯანმრთელებამდე.
დაავადების მძიმე ფორმებში მიმდინარეობისას ბოლუსის მიღება ხდება 24 სთ-ში ერთხელ.
პროცედურა მეორდება 3-ჯერ, საჭიროებისამებრ არაუმეტეს 5-ჯერ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (ცხელება, ანგიონევროტული შეშუპება, ქავილი, ერითემა, კანზე გამონაყარი).
უკუჩვენებები
ცხოველების ჰიპერმგრძნობელობა ამინოგლიკოზიდებისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
დაყოვნების პერიოდი
სახორცედ ცხოველების დაკლა დასაშვებია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 6 დღის შემდეგ; რძე ადამიანის საკვებად მოხმარებისთვის ნებადართულია წამლის ბოლო მიღებიდან 4 დღის შემდეგ. ვეტერინარის დასკვნის მიხედვით, აღნიშნულ ვადამდე ადრე მიღებული ხორცისა და რძის გამოყენება ნებადართულია არაპროდუქტიული ცხოველებისთვის ან უნდა მოხდეს მათი უტილიზაცია.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე 10 ° C- დან 25 ° C ტემპერატურაზე. არ შეინახოთ საკვებ პროდუქტებთან, სასმელთან და ცხოველების საკვებთან ერთად.
შენახვის ვადა: 2 წელი წარმოების დღიდან
მწარმოებელი კომპანია: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ#8.