კუმირატი

კუმირატი (KUMIRATI)

Brodifacoum

მღრღნელების საწინააღმდეგო სადერატიზაციო (როდენტიციდური) საშუალება

მწარმოებელი კომპანია: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო


  1. ზოგადი ცნობები
    1. სადერატიზაციო (როდენტიციდური) საშუალება კუმირატი წარმოადგენს მზა ფორმის გრანულირებულ მისატყუარს მღრღნელების გასანადგურებლად.
    2. შემადგენლობა:  ბროდიფაკუმი 0.005%
    3. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20℃  ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 1,5 წელი დამზადების თარიღიდან

შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

გამოუყენებელი საშუალება გაანადგურეთ მოთხოვნების შესაბამისად

    1. კუმირატი წარმოადგენს მღრღნელებთან ბრძოლის საშუალებას, რომელსაც გამოხატული აქვს მაღალი როდენტიციდური მოქმედება ვირთაგვებისა და თაგვების (სახლის, მინდვრის  თაგვები) მიმართ. იყრება როგორც მისატყუარი სოროებში შხამიანი საფარის შესაქმნელად. მღრღნელების სიკვდილიანობა იწყება პრეპარატის მიღებიდან 3-5 დღის შემდეგ.
    2.  გამოშვების ფორმა: გრანულირებული მისატყუარი 60გ პაკეტებში.


  1. გამოყენების წესი, დოზირება
    1. პრეპარატი გამოიყენება მღრღნელების ბინადრობისა და გადაადგილების ადგილებში. საყოფაცხოვრებო ობიექტებზე, დასახლებულ პუნქტებში, საცხოვრებელ, სამრეწველო შენობებსა და მათ გარშემო, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც.

პრეპარატს ათავსებენ სპეციალური საფარის ან ამისათვის სპეციალურად მორგებულ სათავსის ქვეშ სატყუარას ტიპის ყუთებში, სპეციალურ კონტეინერებში, ფარდულებში ალაგებენ სქელ ქაღალდებზე, ერთჯერადი ქაღალდის ან პლასტმასის თეფშებზე, თუნუქის ან პოლიეთილენის ნაჭერზე.

    1. დახურულ შენობებსა და სათავსოებში: 60გ/10-20 მ2-ზე;

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და სათეს ფართობზე: 2–3 კგ/1 ჰ-ზე;

მღრღნელების სრული განადგურებისათვის უმჯობესია ობიექტის ორჯერადი დამუშავება, 10 დღიანი ინტერვალით.


  1.  პირადი პროფილაქტიკა
    1. მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რაც სადერატიზაციო საშუალებებთან მუშაობისას კანონმდებლობითა და მეთოდური მითითებებითაა გათვალისწინებული.

  • პირადი უსაფთხოებისთვის გამოიყენეთ სპეცტანსაცმელი, ხელთათმანი, დამცავი სათვალეები,  პინცეტი ან პოლიეთილენის კოვზი.
  • არ დაუშვათ საშუალების მოხვედრა ლორწოვან გარსზე ან კანზე, შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ დიდი ოდენობის წყლით
  • აკრძალულია პრეპარატთან მუშაობის დროს სიგარეტის მოწევა და საკვების მიღება.
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ უნდა გაირეცხოს გამოყენებული ტანსაცმელი, გულდასმით დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.
  • შემთხვევით მოწამვლის დროს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მუშაობა. გადაყლაპვის შემთხვევაში გამოიწვიეთ ღებინება. მიეცით დასალევად გააქტიურებული ნახშირი და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ