წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალება, ანტიქოლინერგული საშუალება.
სამიზნე სახეობა: ცხენი, ძროხა, ცხვარი, თხა, ძაღლი, კატა.
მწარმოებელი ქვეყანა: ვილსანი, თურქეთი.
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: ატროპინის სულფატს 10 მგ.
გამოყენების ჩვენებები
ატროვილი 1%-იანი საინექციო ხსნარი გამოიყენება, როგორც სპაზმოლიტური საშუალება ტკივილის დროს, ანესთეზიით მიმდინარე ოპერაციების დროს ნერწყვდენისა და ბრონქიალური სეკრეციის შესამცირებლად და ასევე, როგორც პრეანესთეზიური საშუალება, რომ მოხდეს გულზე ცდომილი ნერვის გაზრდილი ტონუსის უარყოფითი ზემოქმედების შემცირება (ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებთან ერთად ანესთეზიამდე ტრამვირებულ კატებსა და ძაღლებში). უფრო მეტიც, ის შეიძლება გამოიყენონ, როგორც ანტიდოტი ინსექტიციდების ფოსფორორგანულებით ან კარბამატების ჯგუფით მოწამვლების დროს, ისე როგორც მორფინისა და ეზერინის, პილოკორპინის, ქოლინის და ქლოროფორმის მოწამვლებისას.
გამოშვების ფორმა: 20მლ, 50მლ და 100მლ-იანი ყვითელი ფერის შუშის ბოთლებში და მუყაოს კოლოფებში.
გამოყენების წესი და დოზირება
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სხვაგვარადაა მითითებული ექიმის მიერ:
საინექციო ხსნარი შეჰყავთ კანქვეშ, პარასიმპატოლიზისის შემთხვევაში, პირველ დღეს პრეპარატი მიიღება ორჯერ, ხოლო მკურნალობის დანარჩენ დღეებში კი კვირაში ერთჯერ.
ცხოველთა სახეობები |
პრაქტიკული დოზა |
ცხენი, ძროხა |
1.5-6 მლ |
ცხვარი, თხა |
0.5-3 მლ |
ძაღლი |
0.03- 0.5 მლ |
კატა |
0.01 – 0.03 მლ |
გამოიყენება როგორც ანტიდოტი, ინსექტოციდებით (ფოსფორორგანული ან კარბამატების ჯგუფი) მოწამვლების დროს, შეჰყავთ ნელა, ინტრავენურად. სხვა მოწამვლების დროს გამოიყენება კანქვეშ ინექცია.
ცხოველთა სახეობები |
პრაქტიკული დოზა |
ძროხა |
5-10 მლ/100კგ.ც.წ-ზე |
ცხენი |
1-2 მლ/100 კგ.ც.წ-ზე |
ძაღლი |
0.1-0.2 მლ/10 კგ.ც.წ-ზე |
კატა |
0.1-0.2 მლ/10 კგ.ც.წ-ზე |
დოზის გამეორება შესაძლებელია მხოლოდ ატროპინიზაციის სიმპტომების მონიტორინგის შემთხვევაში და ტოქსიკურობის სიმპტომების არ არსებობის მიხედვით. ცხენების ანესთეზიის დროს ქსილაზინის გამოყენებისას, ატროპოინი შეჰყავთ ინტრავენურად 0.01 მგ/კგ ც.წ-ზე (0.5 მლ/100კგ ც.წ-ზე).
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C).
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.