დასტონიკი

დასტონიკი (Dastoniki)


წამლის ფორმა

პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინურ-ამინომჟავური კომპლექსი

სამიზნე სახეობა: ფრინველი

შემადგენლობა, 5 მლ შეიცავს

დასი 10% - 1მლ; ვიტამინურ-ამინომჟავური კომპლექსი 4მლ;

გამოშვების ფორმა: 5 მლ

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება ვიტამინური ცვლის დარღვევით, ამინომჟავების უკმარისობით გამოწვეული დაავადებების დროს. ფიზიოლოგიური ზრდისა და განვითარების სტიმულირებისათვის, ორგანიზმის იმუნიტეტის,  რეზისტენტობის ასამაღლებლად, ბაქტერიული დაავადებების და სხვადასხვა სახის სტრესების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, ასევე მიკოტოქსინებით გამოწვეული მოწამვლებისა და ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომი აღდგენისათვის.

გამოყენების წესი და დოზირება

 ფრინველს: პერორალურად, 1მლ/1-2 ლ წყალზე, 5 დღის განმავლობაში

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ