წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი (პრემიქსი), გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური ანტიბაქტერიული პრეპარატი.
სამიზნე სახეობა: მტკნარი ან მლაშე წყლის, ზღვისა და სანაშენე თევზები.
მწარმოებელი ქვეყანა: ვილსანი, თურქეთი.
შემადგენლობა
1 კგ შეიცავს: 416,7გ სულფადიაზინს და 83,3გ ტრიმეტოპრიმს.
შეფუთვის ფორმა: 100გ 500გ, 1000გ, 5000გ თეთრ პოლიეთილენის ქილებში და 25კგ თეთრ პოლიეთილენის ვედროში.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება მტკნარი ან მლაშე წყლის, ზღვისა და სანაშენე თევზების დაავადებების სამკურნალოდ ბაქტერიული ჰემორაგიული სეპტიცემიის ჩათვლით (Aeromonas hydrophilla, Pseudomona sp.) დაავადების აღმძვრელი (Flexibacter columnaris) ე.წ. წითელი პირის დაავადება (Yersina ruckerii), სტრეპტოკოკური ინფექცია (ჰემოლიზური და არაჰემოლიზური სტრეპტოკოკები). ცივი წყლის ვიბრიოზი (Vibrion salmonicida), ცივი წყლის დაავადებები, ზამთრის დაავადებები (Pseudomonas anguiliseptica), წყლულოვანი დაავადებები (Haemophylus piscium) და მოზარდი კალმახის სინდრომი, რომელიც გამოწვეულია აღმძვრელით Cytophaga psycrophila.
გამოყენების წესი და დოზირება
გამოიყენება პერორალურად, თევზის საკვებში შერევით.
ფარმაკოლოგიური დოზა: 60მგ/კგ ც. წ-ზე დღეში ერთჯერ.
პრაქტიკული დოზა: 0.1გ/კგ ც. წ-ზე.
პრეპარატი მიიღება 7-10 დღე.
თევზის საკვები ნორმა (ცოცხალი წონის მიხედვით, %) |
ფავეტრიმ აქუას რაოდენობა, რომელიც ერევა 1 ტ საკვებში (კგ) |
ტრიმეტოპტიმის რაოდენობა რომელიც ერევა 1 ტ საკვებში (გ) |
სულფადიაზინის რაოდენობა რომელიც ერევა 1 ტ საკვებში (გ) |
0.5 |
12 |
1000 |
5000 |
1 |
6 |
500 |
2500 |
2 |
3 |
250 |
1250 |
შენახვის პირობები და ვადა: ინახება 2 წლის განმავლობაში სინათლისგან დაცულ ადგილზე ოთახის ტემპერატურაზე 15-200C.