ვიტაბოლუს კეტოზი

მერძეულ ფურებში გამოსაყენებელი მინერალური ბოლუსი კეტოზის რისკის შესამცირებლად.

რა არის კეტოზი: მერძელ ფურებს აქვთ გაზრდილი ენერგიის მოთხოვნილება დიდი რაოდენობით რძის წარმოსაქმნელად. ადრეული ლაქტაციის პერიოდში ძროხებს აქვთ კეტოზის განვითარების გაზრდილი რისკი, რადგან რძის წარმოების გაზრდა ნიშნავს ენერგიის მაღალ მოთხოვნას. ენერგიის მოთხოვნის მატებასთან გასამკლავებლად, ძროხა იყენებს სხეულის კანქვეშ დაგროვილ ცხიმს, როგორც ენერგიის წყაროს. ენერგიისთვის ცხიმის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვის ღვიძლში კეტონური სხეულების გაზრდა, რომელიც მიუთითებს კეტოზის დაავადებაზე.

გამოყენება:

  • არის ენერგიის იდეალური წყარო ძროხებისთვის იმ დროს, როდესაც ენერგიის მოთხოვნილება შეიძლება იყოს მაღალი ან არდამაკმაყოფილებელი (მაგ: ადრეული ლაქტაცია) ბოლუსი ხელს უშლის ცხიმის რეზერვების გამოყენებას ენერგიის წყაროდ.

  • ხელს უწყობს კეტონური სხეულების წარმოქმნის შემცირებას, რომლებიც შესაძლოა უკვე იყოს ენერგოდეფიციტური ძროხის ღვიძლში, რომელსაც აქვს კეტოზი.

  • შეიცავს ნიაცინს და B კომპლექსის ვიტამინებს, რომლებიც ააქტიურებენ ენერგიის მეტაბოლიზმს და ასტიმულირებენ მადას.

  • იგი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გლიკოგენური ენერგიის წყაროებს (პროპიონატები)

  • აუმჯობესებს ფაშვის მიკროორგანიზმებს და ნაწლავის მიკროფლორას ცოცხალი საფუარით და მინერალებით.

  • შეიცავს ღვიძლის დამცავ ნივთიერებებს.

შემადგენლობა (მგ, სე/კგ):Saccharomyces cereviseae, კალციუმის პროპიონატი, ნატრიუმის პროპიონატი, ვიტამინი E, ნიაცინი და ა.შ. 

გამოყენების ინსტრუქცია:

  • მშობიარობის შემდეგ ეძლევა 2 ბოლუსი. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ 1 ბოლუსი მიიღება 12 საათის შემდეგ. (ბოლუსები უნდა გადაეყლაპოს სპეციალური აპლიკატორის მეშვეობით)  

  • კეტოზის შემთხვევაში მიიღება მანამ სანამ არ დადგება სასურველი შედეგი.

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ