მამისეკ კლოქსა

მამისეკ კლოქსა (МАМИСЕК КЛОКСА)

მწარმოებელი: Industrial Veterinaria, S.A. - a LIVISTO  

სამიზნე სახეობები:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (მეწველი ძროხები), ცხვარი და თხა.

შემადგენლობა:

10 მლ შეიცავს: კლოქსაცილინს (ბენზატინი) - 500 მგ.

თვისებები:

კლოქსაცილინის ბენზატინი წარმოადგენს პენიცილინის წარმოებულს, იზოქსაზოლილ პენიცილინს, რომელსაც ზოგადად ახასიათებს ბაქტერიციდი მოქმედება ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზზე მისი ინჰიბიტორული ეფექტის გამო.

ჩვენებები: 

პრეპარატი გამოიყენება მასტიტების დროს, რომლებიც გამოწვეულია მშრალობის პერიოდში შემდეგი მიკროორგანიზმებით: 

 - გრამდადებითი მიკროორგანიზმები: ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus) (პენიცილინებისადმი რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Streptococcus agalactiae, Streptococcus uberis, Streptococcus dysgalactiae, Corynebacterium pyogenes, Clostridium perfringens, Clostridium anaccillustudo, Bacillus anthracis.

 - გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Neisseria spp.

უკუჩვენებები: 

არ გამოიყენოთ პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობიარე ცხოველებში.  სიფრთხილით გამოიყენეთ ცეფალოსპორინების მიმართ ალერგიულ ცხოველებში. არ გამოიყენოთ მდედრ საქონელში ძუძუთი კვების პერიოდში. 

გვერდითი ეფექტები:

არ არის დადგენილი.

თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი რეაქცია ან სხვა ეფექტი, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში, გთხოვთ აცნობოთ შესაბამის ვეტერინარულ სამსახურს.

გამოყენების მეთოდი, დოზირება: 

პრეპარატი შეჰყავთ ინტრაცისტერნალურად.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (მეწველი ძროხები): თითო შპრიცი (10 მლ) შეჰყავთ ცურის  თითოეულ მეოთხედში ერთჯერადი დოზის სახით.

ცხვარი და თხა: ზემოაღნიშნული დოზის ნახევარი.

პრეპარატის გამოყენება მშრალობის პერიოდის დაწყებამდე

პრეპარატის შეყვანა ხდება მშრალობის პერიოდის დასაწყიბისთანავე. პრეპარატის შეყვანამდე რძეს წველიან ცურის ოთხივე მეოთხედიდან, ცურთითებს ამუშავებენ სადეზინფექციო ხსნარით. პრეპარატის შეყვანის შემდეგ ტარდება ცურის მსუბუქი მასაჟი პრეპარატის უკეთ განაწილების მიზნით.

ლოდინის პერიოდი

ხორცი: 28 დღე.

რძე: არ გამოიყენოთ იმ ცხოველებში, რომელთა მშრალობის პერიოდში 4 კვირაზე ნაკლებია, რძეში ნარჩენების თავიდან ასაცილებლად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი ინახება 5-დან 25ºC- მდე.

დოზის გადაჭარბება:

ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას პრეპარატის დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

გამოშვების ფორმა:

შეფუთვაში მოთავსებულია 10 მლ ერთდოზიან შპრიცებში
 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ