ალუმაქსი სპრეი (ALUMAX SPRAY)

ალუმაქსი სპრეი
ფირის ფორმირებადი და ჰაერგაუმტარი ბარიერული ფუნქციის სპრეი

პროდუქტის აღწერა
ალუმინის სპრეი არის ადვილად გამოსაყენებელი, წყალგამძლე, ადგილობრივი მოქმედების სპრეი, რომელიც დიდი და პატარა ცხოველების ჭრილობებზე ქმნის დამცავ ბარიერს და იცავს გარე ზემოქმედებისგან. ალუმინის სპრეი იდეალური პროდუქტია ჭრილობების სათანადო დაცვისა და შეხორცებისთვის, ცხოველების გავრცელებული დაზიანებებისა და უბედური შემთხვევების დროს.

გამოშვების ფორმა
კანის სპრეი, ფხვნილი. ნაცრისფერი, ცხიმიანი ფხვნილი.

შემადგენლობა
კოლოიდური ალუმინი, აცეტონი, 2-პროპანოლი. პროპელენტი: ბუტანი/პროპანი.

თვისებები
ალუმინი მიეკუთვნება დერმატოლოგიურ, ანტისეპტიკურ და სადეზინფექციო საშუალებებს. მიკრონიზირებული ალუმინი დიდი ხანია გამოიყენება ვეტერინარიასა და მედიცინაში ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად.
მას ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება არსებული მიკროორგანიზმების ელიმინაციის გამო ჭრილობებიდან, რომლებსაც ფარავს. დამზადებული ალუმინის თხელი ნისლის გამო, დამუშავებული ჭრილობები მთლიანად დაფარული იქნება თხელი, მეტალის ფირით და დაცული არასასურველი გარე ზემოქმედებისაგან, მათ შორის მწერებისა და ჭუჭყისგან.

გამოყენების ჩვენებები
ალუმინის სპრეი რეკომენდებულია ჭრილობის დაცვისა და შეხორცებისთვის. პროდუქტი იცავს კანს მეტალის თხელი, მოქნილი ფენით, რაც კანს აძლევს სუნთქვის საშუალებას, ამავდროულად ქმნის ბარიერს დაბინძურებისა და სხვა გარეგანი გამღიზიანებლების წინააღმდეგ.

რეკომენდაციები:

  • იცავს ტენიანობისგან.
  • იცავს ჭრილობების ინფექციებისგან.
  • იცავს კასტრირების შემდეგ ჭრილობებს ბუზებისა და სხვა მწერებისგან.
  • ეფექტურია რქის მოკვეთის შემდეგ ჭრილობებზე.
  • იცავს კუდის დაზიანებებს.

სამიზნე სახეობები
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენები, ღორი, ფრინველი, ცხვარი, ძაღლები, კატები და ბოცვრები.

გამოყენების გზა და დანახარჯები

  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
  • დაასხურეთ პირდაპირ დაზიანებულ კანზე 1-2 წამის განმავლობაში, დაახლოებით 20 სმ მანძილიდან ქარისგან თავისუფალ გარემოში.
  • აპლიკაციის გამეორება შესაძლებელია საჭიროებისამებრ დღეში რამდენჯერმე.
  • მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის, მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს!
  • უნებლიეთ შესხურებული ადგილები დაუყოვნებლივ უნდა მოიწმინდოს.
  • გამშრალი სპრეის ფენის მოცილება შესაძლებელია საპნიანი წყლით, აცეტონით ან 70% სპირტით.
  • ოპტიმალური გამოყენებისთვის ჭრილობები უნდა გაიწმინდოს, დეზინფიცირდეს და საჭიროებისამებრ დაედოს ნაკერები ალუმაქსის სპრეის გამოყენებამდე.

უკუჩვენებები
პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

გვერდითი რეაქციები
არ არის ცნობილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
არ არის ცნობილი.

ჭარბი დოზირება
არ არის ცნობილი.

ლოდინის პერიოდი
არ საჭიროებს.

შენახვის პირობები

  • შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან, არაუმეტეს 50 °C ტემპერატურაზე.
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • ვარგისიანობის ვადა: 36 თვე დამზადების დღიდან.

სპეციალური გაფრთხილებები თითოეული სამიზნე სახეობისთვის
არ საჭიროებს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას:
პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული ორიგინალური შეფუთვიდან უცვლელად.
თუ შესხურების თავაკი ჩაიკეტა, ჩაძირეთ იგი თბილ წყალში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები იმ პირისთვის, რომელიც იყენებს პროდუქტს:

  • პროდუქტის შიგთავსი იმყოფება წნევის ქვეშ.
  • არ დაწვათ და არ გახვრიტოთ კონტეინერი გამოყენების შემდეგ.
  • ალვილად აალებადია.
  • არ გამოიყენოთ ღია ცეცხლის, ნაპერწკლების ან კვამლის არსებობისას.
  • არ ჩაისუნთქოთ, გამოიყენეთ მხოლოდ კარგად ვენტილირებად ადგილებში.
  • აღიზიანებს თვალებს, ორთქლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა.
  • პროდუქტის მოხმარებისას გამოიყენეთ ხელთათმანები და გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.
  • ეს პროდუქტი ტოვებს ლაქებს: მოერიდეთ ხელებთან და ტანსაცმელთან კონტაქტს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისას
არ გახვრეტით ან დაწვათ გამოყენების შემდეგაც კი.
გადაყარეთ ნარჩენები ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

სხვა ინფორმაცია
არ გახვრიტოთ და დაწვათ გამოყენების შემდეგაც კი.
მოცულობით 200 მლ წნევის ქვეშ, რომელიც აღჭურვილია სარქველით.

გამოიყენება ცხოველებისთვის

მწარმოებელი

ინვესა
ინდუსტრიული ვეტერინარია, ს.ა.
კომპანია ლივისტო
ესმერალდა 19, 08950 Esplugues de Llobregat (ბარსელონა) ესპანეთი.

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ