ბაქ 80 (BAC 80)

BAC 80 – მეოთხეული ამონიუმის ჯგუფის ბიოციდი ზედაპირების დეზინფექციისთვის

პროდუქტის აღწერა:
BAC 80 მეოთხეული ამონიუმის ჯგუფის ბიოციდური საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია წყალგამძლე ზედაპირების რეცხვისა და დეზინფექციისთვის. იგი უზრუნველყოფს ბაქტერიციდულ, ვირულიციდულ (კორონავირუსების ჩათვლით), ფუნგიციდურ და ალგიციდურ აქტივობას. BAC 80ბიოდეგრადირებადია, ეკოლოგიურად უსაფრთხო და არ იწვევს ზედაპირების კოროზიას ან ლაქების წარმოქმნას, რაც მას იდეალურს ხდის სამედიცინო დაწესებულებებში, კვების მრეწველობასა და სხვა საჯარო ობიექტებში გამოსაყენებლად.

შემადგენლობა:

  • ალკილდიმეთილ ბენზალკონიუმის ქლორიდი 8%
  • pH: 8,5 ± 1,4

გამოშვების ფორმა:
100 მლ, 1 ლ, 5 ლ და 20 ლ კონტეინერები

თვისებები და უპირატესობები:

  • სამუშაო ხსნარად განზავებისას არ აფიქსირებს ორგანულ დაბინძურებას.
  • შეთავსებადია არაიონურ, ამფოტერულ და კათიონურ ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებთან.
  • არ აზიანებს ლითონის ზედაპირებს და არ ტოვებს ნადებს ან ლაქებს.
  • ბიოდეგრადირებადია და ეკომეგობრული.

გამოყენების წესი:

  • საჭირო ოდენობის წყალში დაამატეთ საჭირო ოდენობის BAC 80 და ურიეთ 1 წუთის განმავლობაში.
  • ზედაპირების დეზინფექცია ხდება წმენდის ან დასხურების/მორწყვის მეთოდით (100–300 მლ/მ²).
  • დეზინფექციის შემდეგ, საჭიროებისამებრ, ზედაპირები მოიბანეთ ან გაისუფთავეთ და გაანიავეთ შენობა.

შენახვა და ტრანსპორტირება:

  • შეინახეთ მშრალ, ვენტილირებად სივრცეში, +12°C-დან +40°C-მდე ტემპერატურაზე, შორს ღია ცეცხლისა და სითბოს წყაროებისგან.
  • თუ დაიყინა -12°C-ზე,გალღობის შემდეგ ინარჩუნებს თვისებებს.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი ორიგინალურ შეფუთვაში.

მწარმოებელი:
შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. #8

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ