ვიტამინი C

ვიტამინი C

საკვები დანამატი ყველა სახის ცხოველისა და ფრინველისთვის

შემადგენლობა

 1გ შეიცავს: ვიტამინ C (L- ასკორბინის მჟავა) – 1000 მგ

თვისებები

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ინფექციებისადმი მედეგობას, ქსოვილთა რეგენერაციას, ცხოველთა ზრდის პროცესს, გამოხატული აქვს ანთების სამკურნალო ეფექტი.

უპირატესობები

  • იმუნური სისტემის გაძლიერება: განსაკუთრებით სტრესის, ინფექციების ან ქრონიკული დაავადებების დროს.
  • ანემია: რკინის შეწოვის გაუმჯობესება.
  • კანის პრობლემები: ჭრილობების რეგენერაციული პროცესების დაჩქარება და კოლაგენის წარმოქმნა.
  • სტრესების შემცირება: ცხოველები, რომლებიც იმყოფებიან ფიზიკური ან ემოციური სტრესების ქვეშ.
  • მწვავე ან ქრონიკული დაავადებები: როგორიცაა ღვიძლის ან თირკმელების დისფუნქცია.

 

სამიზნე სახეობა: ფრინველი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ხბო), ცხვარი თხა, ღორები, ბოცვერი

გამოყენების წესი და დოზირება

1 გ ვიტამინი იხსნება 5-10 ლ სასმელ წყალში, მკურნალობის კურსი 3-5 დღე.

გვერდითი მოვლენები:  არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:  დადგენილი არ არის

თავსებადობა: თავსებადია საკვებში შემავალ ყველა ინგრედიენტთან, სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა საკვებდანამატებთან.

ზედოზირება: ვიტამინი C ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებამ  ან ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს კენჭების ფორმირება თირკმელებში ან სხვა მეტაბოლური პრობლემები.

დაყოვნების პერიოდი:  ცხოველებისა და ფრინველისგან წარმოებული პროდუქცია სასურსათო მიზნებისთვის გამოიყენება შეზღუდვების გარეშე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, 5-25  ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ვარგისობის ვადა: 2 წელი დამზადების თარიღიდან

მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ N 8

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ