Chickywin წარმოადგენს საქართველოში დამზადებულ 2-მმ ზომის გრანულირებულ საკვებს წიწილებისთვის, რომელიც გამოიყენება წიწილების გამოსაკვებად სიცოცხლის პირველიდან - მეშვიდე დღის ჩათვლით, იგი ხელს უწყობს საკვების ადვილად ათვისებას და ფრინველის მაქსიმალურ პროდუქტიულობას.
უპირატესობები:
დაბალანსებულია ყველა აუცილებელი ინგრედიენტით, რომელიც ხელს უწყობს წიწილის კუჭ-ნაწლავის სისტემის განვითარებას და იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც წარმოადგენს საფუძველს წიწილის შემდგომი განვითარებისთვის;
არის ადვილად მონელებადი ინგრედიენტების კომბინაცია, მინიმუმამდე დაყავს ნაწლავებში ანთებითი პროცესების წარმოქმნის შესაძლებლობა და შესაბამისად, იდეალურად უწყობს ხელს ნაწლავების სწორ ჩამოყალიბებას;
შემადგენლობა: შეიცავს სპეციალურ ინგრედიენტებს, როგორებიცაა აქტიური β-გლუკანები, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები და ვიტამინ 25-ჰიდროქსიქოლაკალციფეროლი, რომლებიც მხარს უჭერენ წიწილის იმუნური სისტემის განვითარებას;
Chickywin არის 2-მმ ზომის გრანულირებული საკვები, რომელიც ძალიან უადვილებს წიწილას საკვებურიდან, ქაღალდიდან ან ნებისმიერი სხვა სისტემიდან საკვების აკენკვას.
გამოყენება: წიწილა 7 დღის განმავლობაში მოიხმარს სულ რაღაც 160 გრამის ოდენობით და ხდება 170-გრ ცოცხალი წონა.
გამოყენებული ინგრედიენტები:
წარმოებული პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, სოიოს კოპტონი, სიმინდის გლუტენი, მონოკალციუმფოსფატი, კირქვა, ამინომჟავების კრებული, ორაგულის ზეთი, ცხოველური წარმოშობის ნედლეული და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და ევროკავშირის კანონდბელობით.
გამოშვების ფორმა: 25 კგ
მწარმოებელი: ნუტრიმაქსი, საქართველო