ივერმინა 1% საინექციო
10 მგ/მლ,
საინექციო ხსნარი,
მსხვილფეხა პირუტყვისა და ღორისთვის
ივერმექტინი (Ivermectin)
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ივერმექტინი 10 მგ/1 მლ.
ჩვენებები
პრეპარატი განკუთვნილია ღორისა და მსვილფეხა პირუტყვის შიდა და გარე პარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად. გამოიყენება შემდეგი პარაზიტების საწინააღმდეგოდ:
*პრეპარატი, რომელიც ინიშნება მაკე ღორებისთვის, გოჭების დაყრამდე 7-14 დღით ადრე,
ხელს უშლის გოჭების დაინფიცირებას Strongyloides ransomi-ით რძის საშუალებით.
მსხვილფეხა პირუტყვში:
კუჭ-ნაწლავის მრგვალი ჭიები:
Ostertagia ostertagia
Ostertagia lyrata
Coperia oncophora
Coperia pectinata
Coperia punctata
Haemonchus placei
Trichostrongylus axei
Trichostrongylus colubriformis
Bunostomum phlebotomum
Oesophagostromum radiatum
Strongyloides papillosus
Nematodirus helvetianus
Nematodirus spathiger
Trichuris spp.
ფილტვის ჭიები: Dictyocaulus viviparus
თვალის ჭიები: Thelazia spp
ჰიპოდერმატოზის (კანის ბორა) გამომწვევი (პარაზიტობის ყველა სტადიაზე): Hypodermia bovis და H. lineatum;
პარაზიტული ტკიპები: Psoroptes bovis, Sarcoptes scabiei var. bovis;
ტილები: Linognatus vituli, Haematopinus eurysternus, Solenopotes capillatus;
პროდუქტი ასევე შეიძლება ეფექტური იყოს ტილების Damalina bovis და ტკიპის Chorioptes bovis გასანადგურებლად, მაგრამ მათი განადგურება შეიძლება ბოლომდე არასრული იყოს.
უკუჩვენებები
არ დაინიშნოს ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად.
არ გამოიყენოთ სხვა ცხოველთა სახეობებზე. ფატალური შეუწყნარებლობის შემთხვევები დაფიქსირდა ძაღლებში, განსაკუთრებით კოლის ჯიშში, ძველ ინგლისურ მეცხვარეებში, მონათესავე ჯიშებსა და ნაჯვარებსა და კუებში.
არ გამოიყენოთ თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გვერდითი რეაქციები
იშვიათ შემთხვევებში, ინექციის ადგილზე შეიძლება წარმოიქმნას დროებითი შეშუპება. ეს რეაქციები სპონტანურად ქრება.
თუ რაიმე გვერდითი რეაქცია მოხდა ამ პროდუქტის მიღების შემდეგ, ან თუ შეამჩნევთ რაიმე გამაფრთხილებელ ნიშანებს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ანოტაციაში (მათ შორის, სიმპტომები ადამიანებში, რომლებიც გამოწვეულია პროდუქტის ზემოქმედებით), უნდა აცნობოთ კომპეტენტურ პირს, ვეტერინარს, პასუხისმგებელ ორგანოს ან ოფისს.
სამიზნე სახეობები
მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი.
დოზირება და მიღების მეთოდი
პრეპარატი მიიღება კანქვეშ, ერთჯერადად, შემდეგი დოზებით:
ღორი: 1 მლ/33 კგ სხეულის მასაზე. (0.3 მგ ივერმექტინი/კგ სხეულის მასაზე).
ასეპტიკური პირობების დაცვით პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, კისრის მიდამოში ინექციით.
მსხვილფეხა პირუტყვი: 1 მლ/50 კგ სხეულის მასაზე. (0.2 მგ ივერმექტინი/კგ სხეულის მასაზე).
ასეპტიკურ პირობების დაცვით პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ ინექციით, მხრის წინა ან უკანა ნაწილში მოშვებული კანის ქვეშ.
პრეპარატის სწორი დოზის მიღების უზრუნველსაყოფად, ცხოველის სხეულის წონა უნდა განისაზღვროს რაც შეიძლება ზუსტად და გამოყენებული იქნას დოზირების მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს დოზის შესაბამისი სიზუსტით შეყვანას.
რეკომენდაციები სწორი გამოყენებისთვის
პრეპარატი განკუთვნილია კანქვეშ შეყვანისთვის. შეყვანისას უნდა შენარჩუნდეს ასეპტიკური პირობები. პრეპარატის სწორი დოზის მიღების უზრუნველსაყოფად, რაც შეიძლება ზუსტად უნდა განისაზღვროს ცხოველის სხეულის წონა და გამოყენებული იქნას ზუსტი დოზირების მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს დოზის შესაბამისი სიზუსტით შეყვანას.
ლოდინის პერიოდი
საკვები ქსოვილები:
მსხვილფეხა პირუტყვი - 49 დღე
ღორები - 28 დღე
არ გამოიყენოთ ძროხებში, რომლებისგანაც აწარმოებენ რძეს ადამიანების მოხმარებისთვის.
არ გამოიყენოთ არამეწველ ძროხებში, მაკეობის დროს, მოგებამდე მინიმუმ 60 დღით ადრე.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ ადგილას. შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული 28 დღის განმავლობაში.
სპეციალური გაფრთხილებები
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას:
თავიდან უნდა იქნას აცილებული ქვემოაღნიშნული პრაქტიკა, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ რეზისტენტობის განვითარების რისკი და, შედეგად გამოიწიოს არასაკმარისი თერაპიული ეფექტურობა:
- ერთიდაიგივე კლასის ანტიპარაზიტული პრეპარატების ძალიან ხშირი და განმეორებითი გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში,
- შემცირებული დოზირება, რომლებიც გამოწვეულია სხეულის წონის არასაკმარისი შეფასებით, წამლის მიღების არასწორი მეთოდით, ან მადოზირებელი ხელსაწყოების ნაკლებობით, რომლებიც შესაძლებელს გახდის შესაბამისი დოზის შეყვანას.
კლინიკური შემთხვევები, სადაც საეჭვო წამლისადმი რეზისტენტობა უნდა იყოს გამოკვლეული შესაბამისი ტესტების გამოყენებით (მაგ., ფეკალიებში კვერცხების შემსცვლელობის შემცირების ტესტი). თუ ტესტის შედეგები მიუთითებს წამლისადმი რეზისტენტობის მაღალ ალბათობაზე, უნდა იქნას გამოყენებული წამალი, რომელიც მიეკუთვნება სხვა ფარმაკოლოგიურ კლასს, მოქმედების განსხვავებული მექანიზმით.
ხერხემლის არხისა და საყლაპავის მიდამოში ბუზანკალის მატლების დაღუპვასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება ზამთარში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები იმ პირებისთვის, რომლებიც აწვდიან ცხოველებს ვეტერინარულ სამკურნალო საშუალებებს:
პრეპარატის მიღებისას მიიღეთ შესაბამისი ზომები: არ ჭამოთ, არ დალიოთ, არ მოწიოთ, დაიბანეთ ხელები მკურნალობის დასრულების შემდეგ. ფრთხილად იყავით, რომ თავიდან აიცილოთ თვითინექციები. თვითინექციის ადგილზე პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გაღიზიანება და/ან ტკივილის რეაქციები.
მაკეობა და ლაქტაცია:
პროდუქტის გამოყენება დასაშვებია ძროხების მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში, თუ მათი რძე არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისთვის. პროდუქტის გამოყენება ნებადართულია მაკე ღორებისთვის.
დოზის გადაჭარბება (სიმპტომები, გადაუდებელი პროცედურები, ანტიდოტები):
ღორებში, თერაპიულ დოზებთან (0.3 მგ/კგ სხეულის მასაზე) შედარებით 100-ჯერ გაზრდილი დოზის მიღების შემდეგ (30 მგ/კგ სხეულის წონაზე), 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა მიდრიაზი, კრუნჩხვები, რესპირატორული დარღვევები და პოსტურალური დარღვევები, ცხოველი იწვა. მსხვილფეხა პირუტყვში 4 მგ/კგ სხეულის მასაზე 20-ჯერ მეტი თერაპიული დოზის მიღების შემდეგ აღინიშნა მოტორული ატაქსიისა და დეპრესიის სიმპტომები.
შეუთავსებლობა:
თავსებადობის კვლევების არარსებობის გამო, ეს ვეტერინარული პრეპარატი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოუყენებელი ვეტერინარული სამკურნალწამლო პროდუქტების ან ნარჩენების განადგურებასთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
პროდუქტი ძალიან საშიშია თევზისა და წყლის ორგანიზმებისთვის. არ დააბინძუროთ ზედაპირული წყალი ან სადრენაჟო თხრილები პროდუქტით ან შეფუთვით.
პრეპარატი არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყალში ან არ გადააგდოთ ნაგავში.
ჰკითხეთ ვეტერინარს, როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა: 50 მლ ან 100 მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში
მწარმოებელი: Biowet Drwale, Poland