ენროფლოქსი 5%-ანი

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული საშუალება, ფტორქინოლების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

 

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, წვრილფეხა პირუტყვი, ღორი, ძაღლი, კატა.


მწარმოებელი:  ინვესა, ესპანეთი.

 

შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: ენროფლოქსაცინს 50 მგ, შემავსებელი.

 

გამოყენების ჩვენებები:

 

გამოიყენება მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვის და ღორის ბრონქოპნევმონიის, ენზოოტიური პნევმონიის, კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია მიკროორგანიზმებით მგრძნობიარე ფტორქინოლონების მიმართ.

 

ძაღლებისა და კატების რესპირატორული და შარდსასქესო სისტემის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციური დაავადებების დროს.

 

გამოშვების ფორმა: 50მლ, 100მლ და 250 მლ მუქი ფერის შუშის ფლაკონში.

 

გამოყენების წესი და დოზები:

 

მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი - ხბო: პრეპარატის მიიღება ხდება კანქვეშ დოზით 0,5-1მლ/10კგ ც.წ-ზე 3 დღის განმავლობაში. სალმონელოზის და სხვა მძიმე ინფექციების დროს მკურნალობა გრძელდება 5 დღე. 

ღორი: პრეპარატი მიიღება კუნთში, დოზით 1მლ/10კგ ც.წ-ზე, მკურნალობის კურსი 3 დღე. სალმონელოზის და სხვა მძიმე ინფექციების დროს მკურნალობა გრძელდება 5 დღე.  ერთ საინექციო უბანზე უკეთდება არაუმეტეს 10 მლ, გოჭებს - 2,5 მლ.

ძაღლი, კატა: პრეპარატი მიიღება კანქვეშ, დოზით 1მლ/კგ ც.წ-ზე, მკურნალობის კურსი 5 დღე.

 

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 5-დან 25°C ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ