წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება, ანტიბიოტიკი.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ფრინველი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1გ ფხვნილი შეიცავს: ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 200 მგ;
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ფრინველის:
- სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ (ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, პლევრიტი, ვირუსული ინფექციების შემდეგ).
- კუჭ-ნაწლავის და შარდსასქესო სისტემის იმ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ამოქსაცილინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
- ფრინველის ქოლერის, კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზისა და მიკოპლაზმოზის დროს.
- ქირურგიული ინფექციების, ასევე სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციების დროს.
გამოშვების ფორმა: 50გ პოლიეთილენის ფლაკონში და 250გ პოლიეთილენის პაკეტში.
გამოყენების წესი და დოზები
ფრინველი: გამოჩეკვის შემდეგ პერიოდში (პირველი 10 დღე) 1გ 8ლ წყალზე, შემდგომი პერიოდი 1გ 4ლ წყალზე 3-5 დღის განმავლობაში.
ხბო, გოჭი: 1-2გ 10კგ ც.წ-ზე, სასმელ წყალთან ან საკვებთან ერთად, დღეში ერთჯერ გამოჯანმრთელებამდე (არაუმეტეს 7 დღისა).
-ფრინველს სიცოცხლის პირველ დეკადაში 100გ 400ლ წყალზე, შემდგომ პერიოდებში 100გ 200ლ წყალზე 3-5 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.