წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი.
სამიზნე სახეობა: წვრილფეხა და მსვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხვარი, თხა, ქათამი.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1 გ ფხვნილი შეიცავს: ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს 1000მგ.
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის, ღორების და ფრინველების, რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ასევე შარდ-სასქესო გზების ინფექციების სამკურნალოდ.
მსხვილფეხა პირუტყვი- ინფექციები ვირუსული პნევმონიის, კოლიბაქტერიოზის, მალარიის დროს;
ცხვარი და თხა - ბაქტერიული ენტერიტის, სასუნთქი გზების ინფექციის დროს;
ღორი - ატროფიული რინიტის, პლევროპნევმონიის, ბაქტერიული ენტერიტის დროს;
ფრინველი (ქათამი) - კოლი-ინფექციის, ქოლერის, სტრეპტოკოკოზის და სტაფილოკოკო-ზის, ფსევდოტუბერკულიოზის, მიკოპლაზმისა და ვირუსული დაავადებების დროს.
ცხენებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოშვების ფორმა: 250გ პოლიეთილენის პაკეტში და 0,5 გ მინის ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზები:
მიღებამდე პრეპარატს ხსნიან წყალში ან ურევენ საკვებს და აძლევენ ერთ სულზე შემდეგი დოზებით:
მსხვილფეხა პირუტყვი -10-25 გ;
ღორი, თხა და ცხვარი -2-5 გ;
ფრინველი -0,5 გ.
დღეში 2-3 ჯერ 3-6 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-30°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.