წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული საშუალება, ანტიბიოტიკი.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, თხა, ცხვარი, ღორი, ძაღლი, კატა, ფრინველი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ტილოზინს 100მგ.
გამოყენების ჩვენებები:
მსხვილფეხა პირუტყვი - სასუნთქი გზების დაავადებები, დიფტერია, მასტიტი, მეტრიტი, ვირუსული დაავადებების შემდგომი მეორადი დაავადებები;
ცხვარი - ინფექციური აგალაქტია, თხის - პნევმონია.
ღორი - ენდემური პნევმონია, მიკოპლაზმური ართრიტი, ღორის წითელი ქარი, დიზენტერია, გასტროენტერიტი, ბაქტეროილოგიური ეტიოლოგიის დაავადებები.
ძაღლი, კატა - კუჭნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი და შარდსასქესო სისტემების ბაქტერიული ეტიოლოგიის დაავადებები.
ფრინველი – რესპირატორული მიკოპლაზმოზი და ინდაურის ინფექციური სინუსიტი, წიწილებისა და ინდაურების ქრონიკული რესპირატორული ინფექციები, ქათმებისა და ინდაურების სპიროქეტოზი, ნეკროზული ენტერიტი და ქათმების გადამდები სურდო.
გამოშვების ფორმა: 5მლ, 10მლ, 20მლ, 50მლ და 100მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზები:
მსხვილფეხა პირუტყვი, თხა, ცხვარი: 1მლ/10-20კგ ც.წ-ზე;
ღორი: 1მლ/10-50კგ ც.წ-ზე;
ძაღლი, კატა: 1მლ/10-20კგ ც.წ-ზე;
ფრინველი: 0,1 მლ/კგ ც.წ-ზე.
პრეპარატი შეჰყავთ კუნთში დღე-ღამეში ერთჯერ, მკურნალობის კურსი 3-5 დღე.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ სინათლისაგან დაცულ ადგილას 20°C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.