ალბენდაზოლი 10%-ანი

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები სუსპენზია, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება

 

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.

 

მწარმოებელი: ინვესა, ესპანეთი.

 

შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: ალბენდაზოლს 100 მგ.

 

გამოყენების ჩვენებები

 

მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი: ნემატოდებით, ცესტოდებით და ტრემატოდებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

 

გამოშვების ფორმა: 1ლ პოლიეთილენის ბოთლში.

 

გამოყენების წესი და დოზები

 

   პრეპარატი ეძლევა წინასწარი მშიერი დიეტის გარშე, ინდივიდუალურად, პერორალურად შემდეგი დოზებით:


-    ჰემონქოზის, ოსტერტაგიოზის, ეზოფაგოსტომოზის, ტრიქოსტროგილიდოზის, კოოპერიოზის, ნემატოდიროზის, ქაბერტიოზის, დიქტიოკაულოზის, მონიეზიოზის სამკურნალოდ:


მსხვილფეხა პირუტყვი -0,75მლ/10კგ ც.წ-ზე(7,5მგ მოქმედი ნივთიერება 1კგ ც.წ-ზე);
 წვრილფეხა პირუტყვი -0,5მლ/10კგ ც.წ-ზე (5მგ მოქმედი ნივთიერება 1კგ ც.წ-ზე)


-    ფასციოლოზის სამკურნალოდ:


მსხვილფეხა პირუტყვი - 1 მლ - 10კგ ც.წ-ზე (10მგ მოქმედი ნივთიერება 1კგ ც.წ);
წვრილფეხა პირუტყვი - 0,75მლ 10კგ ც.წ-ზე(7,5 მგ მოქმედი ნივთიერება 1კგ ც.წ);


-    ცხვრისა და თხის დიქტიოკაულოზის სამკურნალოდ:


 1,5მლ/10კგ ც.წ-ზე (15მგ მოქმედი ნივთიერება 1კგ ც.წ-ზე)

გამოყენების წინ პრეპარატი უნდა შეინჯღრეს.

 

შენახვის პირობები

 

პრეპარატი ინახება დახურულ ჭურჭელში, მშრალ, გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 5-200C ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ