სულტრიმი - პერორალური ხსნარი / Sultrim- Oral solution

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება.


სამიზნე სახეობა: შინაური ცხოველი, მსხვილფეხა პირუტყვი, ხორცისმჭამელი ცხოველები, ფრინველი.


მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: სულფადიმიდინ ნატრიუმს 100მგ; ტრიმეტოპრიმს 20 მგ.


გამოყენების ჩვენებები


გამოიყენება ყველა სახის შინაურ ცხოველში, ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა გამომწვევია სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმები.


-ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
-საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება;
-შარდსასქესო ორგანოების ინფექციები;
-ვირუსული დაავადებების დროს მეორადი ინფექციები;
-კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები;
-რბილი ქსოვილების ინფექციები.


მსხვილფეხა პირუტყვი, ხორცისმჭამელი ცხოველები - დიარეა, კოლისეპტიცემია, სტრეპტოკოკებით გამოწვეული პოლიართრიტი, სალმონელოზი, პასტერელოზი, პნევმონია, სტაფილოკოკებით გამოწვეული აბსცესი.

ღორი - კოლიბაქტერიოზი, ატროფიული რინიტი, სალმონელოზი, პასტერელოზი, ტოქსოპლაზმოზი, ჰემოფილოზური პლევროპნევმონია, წითელი ქარი.

ფრინველი - პასტერელოზი, კოლისეპტიცემია, სალმონელოზი, სტაფილოკოკოზი, კოქციდიოზი.

ბოცვერი - კოქციდიოზი, სალმონელოზი, სტაფილოკოკოზი.


გამოშვების ფორმა:  1ლ პოლიეთილენის ბოთლში.


გამოყენების წესი და დოზები


მსხვილფეხა პირუტყვი, ხორცისმჭამელი ცხოველები, ღორი, ბოცვერი, ფრინველი -  ეძლევა დოზით 1,5გ/1ლ წყალში გახსნილი, 3-5 დღის განმავლობაში.


შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 200C ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ