წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ხორცისმჭამელი ცხოველები.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1გ ფხვნილი შეიცავს: სულფადიმიდინ ნატრიუმს 200მგ; ტრიმეტროპრიმს 40 მგ;
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ყველა სახის შინაური ცხოველების ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა გამომწვევია სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმები.
-ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
-საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება;
-შარდსასქესო ორგანოების ინფექციები;
-ვირუსული დაავადებების დროს მეორადი ინფექციები;
-კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები;
-რბილი ქსოვილების ინფექციები.
მსხვილფეხა პირუტყვი, ხორცისმჭამელი ცხოველები - დიარეა, კოლისეპტიცემია, სტრეპტოკოკებით გამოწვეული პოლიართრიტი, სალმონელოზი, პასტერელოზი, პნევმონია, სტაფილოკოკებით გამოწვეული აბსცესი.
ღორი - კოლიბაქტერიოზი, ატროფიული რინიტი, სალმონელოზი, პასტერელოზი, ტოქსოპლაზმოზი, ჰემოფილოზური პლევროპნევმონია, წითელი ქარი.
ფრინველი - პასტერელოზი, კოლისეპტიცემია, სალმონელოზი, სტაფილოკოკოზი, კოქციდიოზი.
ბოცვერი - კოქციდიოზი, სალმონელოზი, სტაფილოკოკოზი.
გამოშვების ფორმა: 250გ ვერცხლისფერ პოლიეთილენის პაკეტში.
გამოყენების წესი და დოზები
ეძლევა საკვებში შერევით ან წყალში განზავებით შემდეგი დოზებით:
მსხვილფეხა პირუტყვი, ხორცის მჭამელი ცხოველები, ღორი – პირველ დღეს - 1გ/10კგ ც.წ-ზე ან 750გ/1000ლ სასმელ წყალთან ერთად, დღეში ორჯერ, შემდეგ პერიოდში დღეში ერთჯერ, 3-5 დღის განმავლობაში.
ფრინველი და ბოცვერი - პირველ დღეს 1გ/ლ-ზე, შემდეგი 2-3 დღე 0,5გ/ლ სასმელ წყალთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 200 C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.