როქი "მესაქონლეობის ექსპო 2019"-ზე
27/12/2019

26 ოქტომბერს თბილისის ახალმა იპოდრომმა "მესაქონლეობის ექსპო 2019" -ს უმასპინძლა. ღონისძიები მიზანი იყო საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობ, მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია და მათ მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება.

 

კომპანია როქი "მესაქონლეობის ექსპო 2019"-ში აქტიურად იყო ჩართული. ორგანიზატორებთან ერთად წარმატებით უზრუნველყო გამოფენაზე წარმოდგენილი ძროხეულის ვეტერინარული მომსახურება, წარმოდგენილ სტენდზე კი ნებისმიერ მსურველს შეეძლო ჩვენს პროდუქციასა და საქმიანობას გაცნობოდა.

 

ამასთან ერთად, შპს როქმა დაასაჩუქრა 2019 წლის ჰოლშტეინის ჯიშის ჩემპიონი დეკეული და ახალგაზრდა ფერმერ ჯემალ ხათიაშვილს 2000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

 

როქი მადლობას უხდის გამოფენის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, გამოთქვამს მზადყოფნას მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებშიც აქტიურად ჩაერთოს და თავისი წვლილი შეიტანოს დარგის განვითარებაში