აპი-ფიდი სტიმული
google plus

აპი-ფიდ სტიმული

ფუტკრის ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო, ფუტკრის დამატებითი საკვები

 

აღწერა: მოყვითალო შეფერილობის, ბლანტი კონსისტენციის ხსნარი
შემადგენლობა, 1 გ შეიცავს: დასი – 0,000025მლ; რუმიფოსი – 0,000025მლ; მინერალური ნივთიერებები - 1,57მგ; თაფლის შემცვლელი- 1გ-მდე
გამოშვების ფორმა: ვერცხლისფერ სამშრიან პოლიეთილენის პაკეტში წონით 1 კგ მოთავსებულია 200 გ-ანი პოლიეთილენის პაკეტი №5
გამოყენების ჩვენებები
უმაღლესი ხარისხის ფუტკრის დამატებითი საკვები ზრდის დედა ფუტკრის რეპროდუქციულ აქტივობას და იმუნიტეტს, ხელს უწყობს რთული შერეული ინფექციების პროფილაქტიკას. აძლიერებს ფუტკრის ოჯახების წინააღმდეგობას ნოზემატოზის, ასკოსფეროზის, სიდამპლეების (ევროპული, ამერიკული) და ვირუსული დაავადებების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება
საკვები გამოიყენება გაზაფხულზე და ზაფხულის ბოლოს მზა სახით (განუზავებლად), პოლიეთილენის პარკის დაზიანების გარეშე, 2-3-ჯერადად 3-4 დღის ინტერვალით.
დაყოვნების პერიოდი
თაფლი საკვებად გამოიყენება შეუზღუდავად
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25в„ѓ ტემპერატურაზე
ვარგისობის ვადა: 3 წელი
მწარმოებელი ქვეყანა: შპს “ ბიოტეკსი“, საქართველო