დოქსალინი (Doxalin)
google plus

დოქსალინი (Doxalin)

Doxycicline

წამლის ფორმა

ხსნარი პერორალურად მისაღები, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი

AATCvet: QA01AB22- Doxycycline

სამიზნე სახეობა: ღორი, ფრინველი

შემადგენლობა 

1მლ შეიცავს: დოქსიციკლინს (ჰიკლატი) 100მგ/მლ

გამოშვების ფორმა: 100მლ პოლიეთილენის ფლაკონში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი დოქსალინი ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბაქტერიული მოქმედების პრეპარატია. ახასიათებს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე, ზოგიერთ უმარტივესებსა და მიკროპლაზმებზე: Escherichia coli, Haemophilus spp., Pasteurella ssp, Salmonella spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp., Clostridium spp., Chlamydia spp., Listeria spp., Leptospira spp., Mycoplasma spp. 


პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია იმ ფერმენტების აქტივობის დაბრკოლებაზე, რომლებიც იწვევენ რიბოსომული აქცეპტორების მქონე ამინოაცეთილ-რნმ-ს კავშირების კატალიზაციას, რაც იწვევს ამინოაცითილსატრანსპორტო რნმ-ს და მატრიცის რნმ-ის ურთიერთმოქმედების ბლოკირებას და მიკრობულ უჯრედში ცილის სინთეზის დარღვევას. გამოყენების ჩვენებები 

გამოიყენება ღორისა და სასოფლო სამეურნეო ფრინველის ბაქტერიული წარმოშობის რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, მათ შორის სალმონელოზის, კოლიბაქტერიოზის, ენტერიტის, ენზოოტიური პნევმონიის, პასტერელოზის, მიკოპლაზმოზისა და დოქსიციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს.

გამოყენების წესი და დოზები                                                                                                              

პრეპარატი მიიღება პერორალურად, ფრინველების და ღორების ინდივიდუალურად და ჯგუფურად მკურნალობისთვის, სასმელ წყალში დამატებით, შემდეგი დოზებით: 
ფრინველს:
0,5 - 1მლ/1ლ-ზე, (50-100მგ დოქსიციკლინის ექვივალენტია 1 ლ. სასმელ წყალზე) მკურნალობის კურსი 3-5 დღე.  

ღორს: 1 მლ /10კგ ც.წ.-ზე (10 მგ დოქსიციკლინის ექვივალენტია 1 კგ. ც.წ-ზე), დღეში ერთჯერ, 5 დღის განმავლობაში.

მკურნალობის პერიოდში ცხოველები და ფრინველები მიიღებენ მხოლოდ წყალს პრეპარატის შემცველობით. დოქსალინის სამკურნალო ხსნარი განკუთვნილია დღეღამის განმავლობაში გამოსაყენებლად და შესაბამისად ყოველდღიურად უნდა იყოს მომზადებული. უკუჩვენებები 

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე ცხოველებისთვის. არ გამოიყენება თირკმლის უკმარისობის, მაკეობისა და ლაქტაციის  დროს, არ გამოიყენება კვერცხმდებელ ქათმებში. 

გვერდითი მოვლენები 

   დოქსალინის გამოყენებისას ცხოველი უნდა მოარიდოთ მზის სხივებს, რადგან ანტიბიოტიკმა შეიძლება გაზარდოს კანის ფოტომგრძნობელობა. მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ნაწლავების ალტერაცია.

დაყოვნების პერიოდი

ცხოველური პროდუქტების საკვებად გამოიყენება ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან, ფრინველის ხორცის - 6 დღის შემდეგ, ღორის ხორცის – 10 დღის შემდეგ. 

შენახვის პირობები: ინახება, მშრალ, გრილ სინათლისაგან დაცულ ადგილას 0℃-დან 25℃ ტემპერატურამდე. 

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი, შეფუთვის გახსნის შემდეგ 28 დღე.

მწარმოებელი ქვეყანა: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო