პასტერელოზის ვაქცინა
google plus


გამოყენების ინსტრუქცია

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პასტერელოზის საწინააღმდეგო  ინაქტივირებული ემულგირებული ვაქცინა

მწარმოებლი: სს „ბელვიტუნიფარმი“,  ბელარუსის რესპუბლიკა

 

1.     ზოგადი ინფორმაცია

1.1. ვაქცინა ინაქტივირებული, ემულგირებული,  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პასტერელოზის საწინააღმდეგოდ.

1.2. ვაქცინა წარმოადგენს შტამი Pasteurella multocida 796, 5254 ინაქტივირებული კულტურის  ნარევს ზეთის ადიუვანტით (Montanide ISA 70 ან 206)

1.3. გარეგნული აღწერით ვაქცინა არის თეთრი ფერის ერთგაროვანი ემულსია, შენახვის პროცესში ემულსიის განშრევება დასაშვებია, იოლად აღდგება შენჯღრევისას.

1.4. ვაქცინა გამოშვებულია სტერილურად შუშის ფლაკონებში, შეფუთული რეზინის საცობითა და ლითონის თავსახურით 50, 100, 200 სმ3 მოცულობით.

1.5. ვაქცინის ვარგისიანობის ვადა 2 წელია, მისი გამოშვების თარიღიდან, ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 2-15 ტემპერატურაზე.

 

2.     ბიოლოგიური თვისებები

2.1. პრეპარატი იწვევს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში პასტერელოზის აღმძვრელის წინააღმდეგ სპეციფიური ანტისხეულების გამომუშავებას.

2.2. ვაქცინის 1 სმ3 შეიცავს პასტერელას 6 მილიარდ მიკრობულ უჯრედს. ვაქცინა უვნებელია და სუსტად რეაქტოგენულია.

2.3. ცხოველებს იმუნიტეტი განუვითარდება ვაქცინაციიდან 10-15 დღე-ღამის შემდეგ და შენარჩუნდება არანაკლებ 12 თვე.

 

3.     გამოყენების წესი

3.1. ვაქცინას იყენებენ პასტერელოზის მიმართ არაკეთილსაიმედო ან საფრთხის შემცველ მეურნეობებში.

3.2. ვაქცინის გამოყენებამდე და მისი გამოყენების პროცესში საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა და წყლის აბაზანაზე შეთბობა 35-37  ტემპერატურამდე. პრეპარატი გამოიყენება ფლაკონის გახსნის დღეს, ნარჩენის გაუვნებლება ხდება მისი ადუღებით.

3.3. იმუნიზაციას ექვემდებარება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 2 თვიდან და ზემოთ, პირველადი რევაქცინაცია მოზარდის ხორციელდება 6 თვის შემდეგ. შემდგომი - ყოველი 11 თვის შემდეგ. იმუნიზაციის წინ ტარდება მთელი სულადობის გულდასმით შემოწმება და თერმომეტრირება. პასტერელოზით დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება  ხდება და მათ უტარდება მკურნალობა პასტერელოზის შრატის გამოყენებით. თუ შრატის შეყვანიდან 10 დღე-ღამის შემდეგ პასტერელოზის დაავადების ნიშნები არ გამოვლინდა, ხდება მათი ვაქცინაცია.

3.4. ცხოველების იმუნიზაცია უტარდება ერჯერადად,  კუნთში, კისრის შუა მესამედში ცხოველის ასაკისა და წონის მიუხედავად, დოზით 3სმ3 (1,5სმ3 -ის ოდენობით კისრის ორივე მხარეს). ინექციის ადგილას საჭიროა მსუბუქი მასაჟის გაკეთება.

3.5. ვაქცინაციის დროს აუცილებელია ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვა. ვაქცინაციის წინ ყველა შპრიცი და ნემსი სტერილდება დუღილით. ყველა ცხოველისთვის ცალკე ნემსი გამოიყენება. ვაქცინის შეყვანის ადგილას კანი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებით, რომელიც ნებადართულია გამოსაყენებლად.

3.6.  იმუნიზირებულ ცხოველებზე ხორციელდება კლინიკური დაკვირვება  10 დღე-ღამის განმავლობაში. ვაქცინირებულ ცხოველებს შეყვანიდან 24-36 სთ-ის განმავლობაში შეიძლება აღენიშნოს სხეულის ტემპერატურის მატება (0,5-1,5-ით) დათრგუნვა, საკვების მიუღებლობა, ასევე ვაქცინაციის ადგილას შეიძლება აღინიშნოს უმნიშვნელო შეშუპება.

3.7. ცხოველის დაკვლა და რძის გამოყენება საკვებად, ვაქცინის გამოყენების შემდეგ,  ნებადართულია შეზღუდვის გარეშე.

 

4.     პირადი პროფილაქტიკის ღონისძიებები

4.1. პრეპარატთან მუშაობისას საჭიროა პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადად მიღებული წესების  დაცვა, რომელიც  ვეტერინარულ სამკურნალო საშუალებებთან მუშაობისთვის არის გათვალისწინებული