მასტიცეფი
google plus

მასტიცეფი (Masticefum)

Cefacetrile


წამლის ფორმა

სუსპენზია ინტრამამარული, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები,  ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები

ATC vet code: QJ01DB10

სამიზნე სახეობა

მსხვილფეხა  რქოსანი პირუტყვი

შემადგენლობა

1 შპრიცი შეიცავს: ცეფაცეტრილის ნატრიუმიანი მარილი 250 მგ

დამხმარე ნივთიერებები: სტეარინის მჟავას, მიკროკრისტალურ პარაფინს, არაქისის ზეთს

გამოშვების ფორმა

8 გრამი ერთჯერად პოლიმერულ შპრიცში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცეფაცეტრილი პირველი თაობის ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკია. ცეფალოსპორინები ნახევრადსინთეზური ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი ანტიბიოტიკია ბაქტერიოსტატიკური მოქმედების ძალიან ფართო სპექტრით. ამ ჯგუფის ანტიბიოტიკების დადებითი მახასიათებელი თვისება არის ის, რომ ისინი მოქმედებენ მხოლოდ ბაქტერიებზე, აჩერებენ ბაქტერიის უჯრედული კედლის ბიოსინთეზს, ორგანიზმის უჯრედის დაზიანების გარეშე.

ცეფაცეტრილი მოქმედებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, ასევე შედარებით რეზისტენტულია ბეტა ლაქტამაზის ზემოქმედებაზე და ხასიათდება ძალიან დაბალი ტოქსიკურობით.

ცეფაცეტრილის ბიოშეღწევადობა ხბოს საჭმლის მომნელებელი ტრქატიდან ძალიან დაბალია. პრეპარატის ბიოშეღწევადობა ინტრამამარული გზით შეყვანის შემდეგ  ძალაინ დაბალია. ინტრამამარული შეყვანის შემდეგ ელიმინაცია ხდება 5 დღის განმავლობაში, 54,6%-ის გამოდევნა ხდება რძესთან ერთად,  21-%-ის შარდითა და ფეკალური მასებით.

ცეფაცეტრილი უკავშირდება პლაზმის ცილებს 15-40%-ით, პრაქტიკულად არ აბსორბირდება სარძევე ჯირკვლიდან სისტემურ სისხლდინებაში, არ ბიოტრანსფორმირდება და არ აკუმულირდება ქსოვილებში.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი მასტიცეფი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ცურის მწვავე, ქრონიკული და სუბკლინიკური ანთების სამკურნალოდ, რომლის გამომწვევი ბაქტერიებია: Streptococcus agalactiae, Streptococcus dysgalactiae, Streptococcus uberis, Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Escherichia  coli, Klebsiella.

გამოყენების წესი და დოზირება

1 შპრიცის შემცველობა (8) შეჰყავთ  ცურის ერთ მეოთხედში ინტრაცისტერნალურად, ერთჯერადად.

 პრეპარატი გამოიყენება გულდასმით ჩამოწველისა და ცურთითის დეზინფექციის შემდეგ. მძიმე და ქრონიკული ფორმის დროს გამეორება შეიძლება 24-48 საათის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

არ იწვევს გვერდით მოვლენებ.

უკუჩვენებები

ცხოველების ჰიპერმგრძნობელობა ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

არ არის რეკომენდებული მასტიცეფის გამოყენება ინტრაცისტერნალურად შესაყვან სხვა პრეპარატებთან ერთად. ძროხების დაავადებული ცურის მეოთხედიდან  და თხების ცურის დაზიანებული ნაწილიდან რძეს ჩამოწველიან და აუვნებლებენ ადუღებით.

მასტიცეფით მკურნალობის დროს ჯანმრთელი მეოთხედებიდან მიღებული რძე ადუღების შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხოველებისთვის საკვებად.

დაყოვნების პერიოდი

რძის საკვებად გამოყენება ნებადართულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 4 დღის შემდეგ.

ცხოველთა სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის უკანასკნელი შეყვანიდან არანაკლებ 7 დღის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან (შუქი, მზის სხივები) დაცულ adgilas არაუმეტეს 25°C-ზე.

ვარგისობის ვადა:  2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა: სს დრავლევსკის საწარმოო ბიოვეტერინარული წარმოება, პოლონეთი