ფლორვილი 30% / Florvil 30%
google plus

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული პრეპარატი, ფლორფენიკოლის ჯგუფის ანტიბიოტიკი.


სამიზნე სახეობა:
შინაური ფრინველი.


შემადგენლობა


1მლ შეიცავს: 300 მგ ფლორფენიკოლს.


აღწერა: ღია მოყვითელო ფერის გამჭვირვალე ხსნარი.


გამოშვების ფორმა:


პრეპარატი გამოდის 200მლ, 500მლ, 1ლ და 5ლ პოლიეთილენის შეფუთვაში.


ფარმაკოლოგიური თვისებები:


ფლორფენიკოლს გააჩნია ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება E.Coli-ზე, რომელიც იწვევს კოლიბაქტერიოზს ფრინველში. მაღალ მგრძნობელობას ავლენს გრამდადებითი (Corynobecteriumpyogenes, Streptecoccussp., Staphylococcussp., Clostridium sp.)  და გრამუარყოფითი ბაქტერიების (E.coli, Pasteurella haemolytica, P. multocida, Haemophilussomnus, Actinobacillus pleuropneumonia) მიმართ.


გამოყენების წესი და დოზირება


ბროილერს: პერორალურად, 20 მგ/კგ ც.წ-ზე ან 100 მლ/1500 კგ ც.წ-ზე ან 200 მლ/3000 კგ ც.წ-ზე სასმელ წყალთან ერთად, 5 დღის განმავლობაში.


პრაქტიკული დოზა 1მლ/2-3ლ წყალზე განზავებით.

მკურნალობის პერიოდში დასალევად უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ პრეპარატიანი წყალი. სასმელი წყალი უნდა იყოს ახალი მომზადებული და ყოველდღიურად თავიდან უნდა მომზადდეს.


შენახვის პირობები


ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას ოთახის (15-25℃) ტემპერატურაზე.


ვარგისობის ვადა: 2 წელი.


მწარმოებელი ქვეყანა: VILSAN, თურქეთი.

იხილეთ სრულად