პლურიკოქცინი / Pluricoccin
google plus

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული საშუალება, ანტიკოქციდიური პრეპარატი.


სამიზნე სახეობა: ქათამი, ინდაური, ბოცვერი, ხბო, ბატკანი, ღორი.


მწარმოებელი ქვეყანა:  ინვესა, ესპანეთი.


შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: სულფაქუინოქსალინს 75მგ, პირიმეტამინს 22,5 მგ და შემავსებელი 1მლ-მდე.
გამოყენების ჩვენებები


ქათამი: წვრილი და ბრმა ნაწლავის კოქციდიოზი  გამოწვეული Eimeria tenella, Eimeria necatrix, Eimeria brunetti, Eimeria maxima, Eimeria mitis, Eimeria praecox, Eimeria hagani, Eimeria mivati, Eimeria acervulina.

 

ინდაური: კოქციდიოზით გამოწვეული  Eimeria  meleagridis, Eimeria gallopavonis.


ბოცვერი: ნაწლავების კოქციდიოზი გამოწვეული  Eimeria perforans, Eimeria magna, Eimeria irresidua, ღვიძლის კოქციდიოზი გამოწვეული Eimeria   stiedae.

 

ხბო, ბატკანი: კოქციდიოზი გამოწვეული Eimeria bovis, Eimeria zuemii.

 

ღორი: კოქციდიოზი გამოწვეული Isospora suis, Eimeria Spp.

გამოშვების  ფორმა: 1ლ და 5ლ პოლიეთილენის კონტეინერში.


გამოყენების წესი და დოზირება


ქათამი, ინდაური და ბოცვერი: პერორალურად 0,66 - 1ლ პლურიკოკცინი - 1000ლ სასმელ წყალში, მკურნალობის კურსი 3 დღე. გამეორება იგივე დოზით და ხანგრძლივობით.


ხბო, ბატკანი და ღორი:
პერორალურად, 0,66 - 1ლ პლურიკოკცინი - 10კგ საკვებში ან 1ლ/1000ლ  წყალში. მკურნალობის კურსი 5 დღე.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.