აპსა რეჰიდრასალი 1ლ

აპსა რეჰიდრასალი

ელექტროლიტური (რეჰიდრატაციული) და ენერგეტიკული საშუალება

 

წამლის ფორმა პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში

შემადგენლობა:

1ლ შეიცავს:

დექსტროზა - 400გრ

ნატრიუმის ქლორიდი - 100 გრ

კალიუმის ქლორიდი - 33 გრ

კალციუმის ქლორიდი - 13 გრ

მაგნიუმის ქლორიდი - 5 გრ

ლიმონმჟავა - 10 გრ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აპსა რეჰიდრასალა იდეალური საშუალებაა ტემპერატურული სტესის, გაუწყლოვნების პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის. გამოიყენება როგორც ელექტროლიტული ბალანსის სტაბილიზაციისთვის. ზრდის წყლის მოთხოვნილებას, ორგანიზმს უზრუნვეყოფს ენერგიით და  ამცირებს სიკვდილიანობას. ხელს უწყობს წონის მატებას, იზრდება საკვებზე მოთხოვნილება. ლიმონმჟავა ამცირებს წყლის PH და მოქმედებს როგორც კატალიზატორი. 

დექსტროზა: დექსტროზის მეტაბოლიზმი ორი გზით ხდება: ანაერობული (ეს პროცესი ხდება ციტოპლაზმაში-ზომიერი ეფექტით) და აერობული (პროცესი მიტოქონდრიებში მიმდინარეობს, რომელსაც ახლავს დიდი რაოდენობით ენრგიის გამოყოფა.

 ნატრიუმის ქლორიდი: აუცილებელია ორგანიზმში წყლის ბალანსის სწორად დარეგულირებისთვის და სისხლში  pH კორექტირებისთვის. ნატრიუმის ქლორიდი კალიუმთან ერთად აბალანსებს არაუჯრედულ სითხეებს. წვრილ ნაწლავებში ადვილად შეიწოვება, რომელიც ტრანსპორტირდება სისხლის მეშვეობით თირკმელებში, სადაც ხდება ფილტრაცია. არეგულირებს საჭმლის  მონელებას, მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი და ხელს უშლის სხეულის კუნთების კანკალის არსებობას. სისხლს უნარჩუნებს  თხევად მდგომარეობას და ორგანიზმიდან დიოქსიდკარბონატის ელიმინაციას.

კალიუმის ქლორიდი: არეგულირებს უჯრედის ქიმიურ რეაქციებში საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას და მონაწილეობს უჯრედშიდა რეაქციებში. ეხმარება ორგანიზმს წყლის ბალანსის შენარჩუნებაში, ხელს  უწყობს უჯრედის კედელში სითხის გადასვლას. წარმოადგენს აუცილებელ ელექტროლიტს ორგანიზმში ნორმალური გულის რითმისა და ნერვული ფუნქციის არსებობისათვის. სწორი ნაწლავიდან შეიწოვება და აკუმულირდება თირკმელებში. აუცილებელ ნივთიერებას წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ფერმენტაციაში, კუნთების შეკუმშვაში, სისხლის წნევის რეგულაციაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში და ჯანმრთელი კანის საფარის შენარჩუნებაში. ასტიმულირებს მეტაბოლიზმს. აქვს სპაზმოლიტიკური და ანტიდეპრესანტული თვისებები.

კალციუმიოს ქლორიდი: ორგანიზმში მრავალ ფუნქციას ასრულებს, მათ შორის მონაწილეობას ღებულობს ძვლოვანი ქოვილის ფორმირებასა და კბილების ფორმირებაში, ასევე კუნთების განვითარებაში. ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას, ორგანიზმის მრავალ ფუნქციონირების სტაბილიზაციას.

მაგნიუმის ქლორიდი: შეუცვლელია-კალციუმის, ფოსფორის, კალიუმის, ნატრიუმის, ვიტამინების B,C,E ჯგუფის მეტაბოლიზმში. შეუცვლელია ტესტოსტერონისა და პროჟესტერონის გამომუშავების პროცესში. კორექტირებას უწევს ორგანიზმში ნერვულ დაძაბულობას, მონაწილეობს ორგანიზმის ტემპერატურის, არტერიული წნევის დონის ნორმალიზებაში. მაგნიუმის ქლორიდის სწორი ბალანსი კალციუმთან, უზრუნველყოფს სახსრების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ლიმონმჟავა: უზრუნველყოფს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას ორგანიზმის დეჰიდრატაციის დროს, იდიალური საშუალებაა  ცხოველის სიმპტომატური მკურნალობისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობის პერიოდში.

გამოყენების ჩვენებები:  გამოიყენება ფრინველებში, ღორში და მცოხნავ ცხოველებში.

  • ტემპერატურული და სხვა სტრესები
  • აღადგენს ელექტროლიტურ ბალანსს
  • უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით
  • ამცირებს სიკვდილიანობას
  • ხელს უწყობს წონის მატებას
  • საკვების ათვისებას
  • გამოიყენება ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის მაგნიუმის ნაკლებობის დროს

გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება პერორალურად 1,5-2,5 მლ/ლ სასმელ წყალზე 5-7 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა

შენახვის პირობები: ინახება სინათლის, სიცხის და ტენისგან დაცულ ადგილას

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი: andres pintaluba

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ