გალაპანი / Galapan

გალაპანი საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი.

 

შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: 75მკგ  D-კლოპროსტენოლს (ნატრიუმის მარილი), 1მგ ქლოროკრელოზს.

 

გამოშვების ფორმა

20მლ მინის ფლაკონში. შეფუთვაში ხუთი ფლაკონი.

 

ფარმაკოთარაპიული ჯგუფი: პროსტაგლანდინები და ჰორმონალური პრეპარატები.

 

გამოყენების წესი და დოზები


გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვისათვის, პრეპარატი შეჰყავთ კუნთში შემდეგი დოზებით:

 

დეკეულებსა და ფურებში სქესობრივი ციკლის ინდუქციისათვის: 2მლ გალაპანი (150 მკგ ალფა-კლოპროსტენოლი) სქესობრივი ციკლის ყველა ფაზაში (ძროხებში ხბოს მოგებიდან 40-60 დღის შემდეგ). ახურებაში მოსულ ცხოველებს ანაყოფიერებენ, ცხოველები რომლებიც არ ახურდებიან, პრეპარატი გალაპანი გამეორებით შეჰყავთ იგივე დოზით ბოლო შეყვანიდან მე-11 დღეს.   

 

თუ განაყოფიერება ხდება სქესობრივი ციკლის ნიშნების გამოვლენის გარეშე, ამ შემთხვევაში, ცხოველებს ანაყოფიერებენ პრეპარატის განმეორებითი ინექციდან 72 და 96 სთ-ის შემდეგ. დადებითი შედეგის მისაღწევად განაყოფიერება უნდა ჩატარდეს გალაპანის გამოყენების შემდეგ პირველივე ახურების დროს.               
  

ლუტეინური კისტების და პერსისტენტული ყვითელი სხეულის მკურნალობა - 2მლ გალაპანი (150მკგ ალფა-კლოპროსტენოლი)ახურებაში მოსულ ცხოველებს ანაყოფიერებენ. თუ არ ახურდა, გალაპანი შეჰყავთ განმეორებით, იმავე დოზით, პირველი შეყვანიდან 10 დღის შემდეგ და ცხოველს ანაყოფიერებენ პრეპარატის ხელმეორედ შეყვანიდან 72 და 96 სთ-ის შემდეგ.      

 

ენდომეტრიტების ექსუდაციური ფორმების მკურნალობა - 2 მლ (150 მკგ ალფა-კლოპროსტენოლი) სიმპტომატურ თერაპიასთან ერთად.      

         
მაკეობის შეწყვეტა ნაყოფის პათოლოგიის შემთხვევაში (მაკეობის ნებისმიერ სტადიაში) - 2 მლ გალაპანი (150 მკგ ალფა-კლოპროსტენოლი) არაუადრეს მაკეობიდან 270 დღისა.

 

მშობიარობის მოქმედების ინდუქცია - კუნთში 1მლ გალაპანი (975 მკგ ალფა-კლოპროსტენოლი) ნეზვებში მაკეობის არაუადრეს 111 დღისა.

 

შენახვის პირობები და ვადები

გალაპანი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა: ლივისტო, ესპანეთი.

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ