წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, კომპლექსური ანტიბაქტერიალური საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი, ცხვარი, თხა, ძაღლი, კატა.
მწარმოებელი, ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: პროკაინ პენიცილინ G-ს 200,000 მ.ე; დიჰიდროსტრეპტომიცინ სულფატს 250 მგ; ბეტამეტაზონს 0.5 მგ; ქლორფენირამინის მალეატს 8 მგ; პროკაინ ჰიდროქლორიდს 15 მგ;
გამოყენების ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხენის, ცხვრის, თხის, ძაღლის და კატის ბაქტერიული ინფექციების, მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, შარდსასქესო სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, პასტერელოზის, გასტროენტეროკოლიტის, მასტიტის, ოპერაციული, ჭრილობების, მშობიარობის შემდგომი და სხვა პირველადი და მეორადი ბაქტერიული ეტიოლოგიის ინფექციების დროს, რომელთა აღმძვრელებიც მგრძნობიარეა პენიცილინის და სტრეპტომიცინის მიმართ.
გამოშვების ფორმა: 10მლ, 50მლ, 100მლ, 250მლ და 500მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი შეჰყავთ კუნთში ღრმად, დღეში ერთჯერ. მკურნალობის კურსი 3-5 დღე.
მსხვილფეხა პირუტყვი და ცხენი: 1მლ 20 კგ ცოცხალ წონაზე 3-5 დღის განმავლობაში; მძიმე შემთხვევებში, ასევე ხბოებს და კვიცებს 60კგ-მდე ეძლევათ 1 მლ 10კგ ცოცხალ წონაზე.
ღორი, ცხვარი და თხა: 1მლ 10 კგ ცოცხალ წონაზე 3-5 დღის განმავლობაში;
ძაღლი და კატა: 1მლ 10 კგ ცოცხალ წონაზე 3-5 დღის განმავლობაში;
პრეპარატის მაქსიმალური მოცულობა ერთ ადგილზე ინექციის დროს არ უნდა აღემატებოდეს: მსხვილფეხა პირუტყვი და ცხენი – 20 მლ; ღორი – 10 მლ; ცხვარი და ხბო- 5 მლ; გოჭი, კატა და ძაღლი – 2,5 მლ.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 5 - 15°C–მდე ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.