როლენოლი / Rolenol

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი 5%-ანი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.

 

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, წვრილფეხა პირუტყვი.

 

მწარმოებელი: ინვესა, ესპანეთი.


შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: კლოზანტელს 50 მგ.

 

გამოყენების ჩვენებები

 

მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა:

 

-ფასციოლოზი;

-კუჭ-ნაწლავის ნემატოდოზები (ბუნოსტომოზი, ჰემონქოზი, ეზოფაგოსტრომოზი, ქაბერტიოზი);
-ბორათი გამოწვეული ინვაზიები (ჰიპოდერმატოზი, ესტროზი).

 

გამოშვების ფორმა: 50მლ, 100მლ, 250მლ საინექციო ხსნარი მინის ფლაკონში.

 

გამოყენების წესი და დოზები

 

პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად.

 

მსხვილფეხა პირუტყვი - ფასციოლოზის და ნემეროდოზების დროს პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთში 0,5 მლ (25 მგ კლოზანტელი) 10 კგ ც.წ-ზე.


ჰიპოდერმატოზების დროს - 1 მლ ხსნარი (50 მგ კლოზანტელი) 10 კგ ც.წ-ზე.


წვრილფეხა პირუტყვი - ფასციოლოზოს დროს, კანქვეშ, 1 მლ (50 მგ კლოზანტელი) 10 კგ ც.წ-ზე. ნემატოდოზებისა და ესტროზების დროს – 0,5 მლ ხსნარი (25 მგ კლოზანტელი) 10 კგ ც.წ-ზე.

პრეპარატის შეყვანა რეკომენდებულია რამოდენიმე ინექციით სხვადასხვა წერტილში. ინექციის შემდეგ ჩხვლეტის ადგილას საჭიროა გაკეთდეს მასაჟი.


ცხოველების დამუშავება ჰელმინთების საწინააღმდეგოდ ხდება ცხოველების ბაგურ შენახვაზე გადაყვანის და გაზაფხულზე საძოვარზე გარეკვის წინ. ბორას ინვაზიების საწინააღმდეგო დამუშავება ხდება ბოროვანების ფრენის შეწყვეტისას და გაზაფხულზე (თებერვალი-მარტი).

 

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 5-25°C ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ