წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.
სამიზნე სახეობა: ძაღლი, კატა.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: ფენბენდაზოლს 500მგ, პრაზიკვანტელს 50მგ.
გამოყენების ჩვენებები
ფენდოქსი გამოიყენება ძაღლებსა და კატებში ცესტოდოზების, ტრემატოდოზების, ნემატოდოზების და ექინოკოკოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
გამოშვების ფორმა: 6 ტაბლეტი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფში და 20 ტაბლეტი პოლიეთილენის კონტეინერში.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარტი ეძლევა პერორალურად, ერთჯერადად, საკვებთან ერთად.
ძაღლი, კატა - 1 ტაბლ/10კგ ც.წ-ზე. დილით საკვების მიღებისას, საკვები ეძლევათ მცირე ოდენობით (ძეხვის ნაჭერი, ხორცი, ფარში) .
ძაღლსა და კატას 5 კგ-ზე დაბალი წონით, პრეპარატი ეძლევათ წყლიანი სუზპენზიის ფორმით, რომლის დასამზადებლად იღებენ მოსრესილ ტაბლეტს და უმატებენ მცირე რაოდენობით წყალს, ინტენსიური შენჯღრევის შემდეგ ეძლევა პერორალურად შპრიცის საშუალებით. წინასწარი მშიერი დიეტა და საფაღარათო საშუალებების გამოყენება საჭირო არ არის. პროფილაქტიკის მიზნით ცხოველებს დეჰელმინთიზაციას უტარებენ ყოველკვარტლურად.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.