წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ოქსიკლოზანიდს 500 მგ.
გამოყენების ჩვენებები
ფისტოკლოზანიდი გამოიყენება ფასციოლოზით, პარამფისტომიდოზებით, მონიეზიოზით, დაავადებული მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრებისა და თხების მკურნალობისთვის.
გამოშვების ფორმა: №50 და №300 ტაბლეტი, პოლიეთილენის კონტეინერში.
გამოყენების წესი და დოზები
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა:
პარამფისტომიდოზები, მონიეზიოზი - 1 ტაბლეტი (500 მგ) 33-35კგ ც.წ-ზე.
ფასციოლოზი - 1 ტაბლეტი (500მგ) 50კგ ც.წ-ზე.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 20°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.