მულტივიტი / MULTIVIT

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსი.

 

სამიზნე სახეობა: ფრინველი, შინაური ცხოველი.

 

მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.

 

შემადგენლობა:

 

ვიტამინი A - 100.000 მ.ე.
ვიტამინი D3 - 2.000 მ.ე.
ვიტამინი E - 2 მგ
ვიტამინი B2 - 0,6 მგ
ვიტამინი B6 - 0,6 მგ
ვიტამინი PP - 6 მგ
ნატრიუმის პანტოტენატი - 2 მგ
ვიტამინი C - 20 მგ
ვიტამინი K3 - 2 მგ
შემავსებელი 1 მლ-მდე.

 

გამოშვების ფორმა: 1მლ ამპულაში, 100მლ პოლიეთილენის ფლაკონში და 1ლ პოლიეთილენის კონტეინერში.

 

გამოყენების ჩვენებები

 

ფრინველი:


გამოიყენება წყალში ხსნადი და უხსნადი ვიტამინების კლინიკური და სუბკლინიკური ნაკლებობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, ასევე ფიზიოლოგიური ზრდისა და განვითარების დარღვევისას. კვერცხმდებლობის შემცირების, წიწილების გამოყვანის დროს. სადედე გუნდის გინეკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.


შინაური ცხოველები:

 

გამოიყენება ბუნებრივი რეზისტენტობის დაქვეითების დროს, კალციუმ-ფოსფორული ცვლის დარღვევისას, განაყოფიერების დაქვეითების დროს, კრუნჩხვების, მომატებული ემბრიონალური სიკვდილიანობის და კანის ანთების დროს.

 

გამოყენების წესი და დოზები

 

ყველა სახეობის ცხოველისათვის: 500მლ მულტივიტი იხსნება 1000ლ სასმელ წყალში ან 1ლ მულტივიტი ერევა 1ტ საკვებს,  მიიღება პერორალურად,  დღეში ერთჯერ. მკურნალობის კურსი 5-7 დღე.

 

შენახვის პირობები

 

ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 5°C-დან 25°C-ზე.

 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ