ბრუვაქსი / Bruvax

წამლის ფორმა: საინექციო გრანულირებული ფხვნილი და გამხსნელი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიური პრეპარატი.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი.


მწარმოებელი ქვეყანა: ინდიან იმუნოლოგიკალ ლიმიტედ, ინდოეთი.


შემადგენლობა


თითოეული (2მლ) დოზა შეიცავს “Brucella abortusS-19”-ის ანტიგენს - 1მლ, მალტოზას ხსნარი (40%) - 0.125მლ, ჟელატინის ხსნარი – (10%) – 0,05მლ, საქაროზის ხსნარი (40%)-0.025მლ და ფოსფატის ბუფერის გამხსნელი – 0.8მლ (რაოდენობა 20მლ-მდე).


გამოყენების ჩვენებები


ბრუვაქსი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის ბრუცელიოზის (Contagious abortion)  საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.
გამოშვების ფორმა: №1 ფლაკონი 5 დოზიანი (გრანულოვანი ფორმის) და სტერილური გამხსნელი №1 ფლაკონი 10მლ.


განზავება:


გააგრილეთ გამხსნელი გაზავებამდე. გადაიტანეთ გაგრილებული გამხსნელის მცირე რაოდენობა ფლაკონში, რომელშიც მოთავსებულია გრანულირებული ფორმის პრეპარატი და საცობის დაფარების შემდეგ კარგად აურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან სუსპენზიას. შემდეგ გადაიტანეთ სუსპენზია გამხსნელის ფლაკონში და აურიეთ კარგად.


გამოყენების წესი და დოზები


ვაქცინა უკეთდება კანქვეშ.


4 დან 8 თვემდე სეროლოგიურად ნეგატიურ მდედრ ხბოებში ვაქცინაცია ტარდება 2მლ გაზავებული ვაქცინით.


ტრანსპორტირება, შენახვის პირობები და ვადა


ვაქცინის გადატანა, შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს 2–8°C-ზე. ვაქცინის ანტიგენური თვისება კლებულობს თუ ტემპერატურა გადაცდება აღნიშნულ ზღვარს, თვისების კლება დამოკიდებულია ტემპერატურაზე და დროზე. შეინახეთ ვაქცინა ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.


ვარგისობის ვადა: 12 თვე.


იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ