პრიმავილინი / Primavilin

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა.


მწარმოებელი ქვეყანა: ვილსანი, თურქეთი.


შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს 100 მგ;


გამოყენების ჩვენებები:


 პრიმავილინის საინექციო ხსნარი გამოიყენება ძროხების, ცხვრების და თხების სისტემური და ადგილობრივი ინფექციების, რესპირატორული და საშარდე სისტემის ინფექციების საწინააღმდეგოდ, რომელიც გამოწვეულია მგრძნობიარე ბაქტერიით და მეორადი ბაქტერიული ინფექციებით (თურქული, პასტერელოზი, კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი, ღორის წითელი ქარი, ჯილეხი, არავირუსული ეტიოლოგიის პნევმონია და გასტროენტეროკოლიტი, მასტიტი, ენდომეტრიტი, ვაგინიტი, ინფექციური აბორტი და სხვა).


გამოშვების ფორმა: 50 მლ და 100 მლ საინექციო ხსნარი ფლაკონში.


გამოყენების წესი და დოზები:


მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრებისა და თხებისათვის


ფარმაკოლოგიური დოზა: შეჰყავთ კუნთში და/ან ვენაში ინექციით 10მგ/კგ ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ.


პრაქტიკული დოზა: 1მლ/10კგ ც.წ-ზე.


დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით პრეპარატი მიიღება 24-48სთ-ში ერთჯერ. კეთდება 3-5 ინექცია.


ინექცია ერთ ადგილზე არ უნდა აღემატებოდეს მსხვილფეხა პირუტყვისთვის 10მლ, ხოლო ცხვრებისთვის 5მლ-ს. მაღალი დოზების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა, თანაბრად იქნეს გაყოფილი შესაყვანი პრეპარატის რაოდენობა და სხვადასხვა ადგილას გაკეთდეს.


შენახვის პირობები: ინახება ბნელ, მშრალ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე. თუ შენახვის პირობები დაცულია ვარგისია პირველი გამოყენებიდან 28 დღის განმავლობაში.


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ