წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული საშუალება, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი.
სამიზნე სახეობა: ფრინველი, ღორი, ცხვარი, მსხვილფეხა პირუტყვი.
მწარმოებელი: ინვესა, ესპანეთი.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: დოკსიციკლინს (გიკლატი) 100მგ, შემავსებელი.
გამოყენების ჩვენებები:
ფრინველი - მიკოპლაზმოზი, კოლიბაქტერიოზი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, დოქსიციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები.
ღორი - სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. ღორების რესპირატორული დაავადებების აღმძვრელები: Pasteurella multocida, Bordetella bronchiseptica და Mycoplasma hyopneumoniae. Mycoplasma hyopneumoniae (ატროფიული რინიტი) და Pasteurella multocida ენზოოტიური პნევმონია.
მსხვილფეხა პირუტყვი - ბრონქოპნევმონია, პასტერელოზი, ვირუსული დაავადებების შემდგომი მეორადი ინფექციები.
ცხვარი - პნევმონია, პასტერელოზი, ქლამიდიოზური აბორტები.
გამოშვების ფორმა: 1მლ მინის ამპულაში, 100მლ პოლიეთილენის ფლაკონში და 1ლ პოლიეთილენის ბოთლში.
გამოყენების წესი და დოზები:
მიიღება პერორალურად, სასმელ წყალთან ერთად.
ფრინველი: 0,5 - 1მლ პოლოდოქსინი იხსნება 1ლ სასმელ წყალში, მკურნალობის კურსი 3-5 დღე.
ღორი, მსხვილფეხა პირუტყვი და ცხვარი: 1 მლ პრეპარატი 10კგ ც.წ.-ზე სასმელ წყალთან ერთად 5 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები: ინახება, მშრალ, გრილ სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.