სამიზნე სახეობები: ძაღლი
შემადგენლობა:
1 მლ ატაქსა® მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს: იმიდაკლოპრიდს 100მგ და პერმეტრინს 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებებს: დიმეთილ სულფოქსიდს, N-მეთილპიროლიდონს, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს, ლიმონმჟავას და ბუტილირებულ ჰიდროქსიტოლუენს.
გარეგნული აღწერით წარმოადგენს გამჭვირვალე სითხეს, ყვითელიდან ღია ყავისფერამდე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ინსექტოაკარიციდული საშუალებები კომბინაციებში. ATCvet code: QP53AC54
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ იმიდაკლოპრიდს და პერმეტრინს, გამოხატული აქვთ სინერგიული ეფექტი, უზრუნველყოფენ ინსექტიციდურ, აკარიციდურ და რეპელენტურ მოქმედებას.
პრეპარატი Ataxa® ეფექტურია ძაღლებზე მოპარაზიტე რწყილების (Ctenocephalides canis, Ctenocephalides felis), ბეწვიჭამიების (Trichodectes canis), იქსოდიდური ტკიპების (Rhipicephalus sanguineus, Ixodes ricinus, Dermacentor reticulatus) საწინააღმდეგოდ, იმაგინალური, პრეიმაგინალური და ლარვების განვითარების ეტაპზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველების დაცვას კოღოების (Aedes aegypti, Culex pipiens), ბუზებისა (Stomoxys calcitrans) და მოსკიტების (Phlebotomus papatasi, Phlebotomus perniciosus) თავდასხმისგან. ამცირებს ცხოველებზე ტრანსმისიული გადამდები დაავადებების შესაძლო გადაცემის რისკებს, როგორიცაა ბორელიოზი, რიკეტციოზი, ლეიშმანიოზი, აგრეთვე ძაღლების ერლიქიოზის გამომწვევი (Ehrlichia canis) და სხვ.
პერმეტრინი - სინთეზური პირეტროიდია, რომელსაც გამოხატული აქვს ინსექტიციდური, აკარიციდური და რეპელენტური მოქმედება, რომლის მექანიზმი ეფუძნება ნერვული იმპულსების გადაცემის ბლოკირებას, რაც იწვევს მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას, დამბლას და ექტოპარაზიტების სიკვდილს.
იმიდაკლოპრიდი მიეკუთვნება ქლორონიკოტინილის ინსექტიციდებს, რომელებიც ურთიერთქმედებენ ფეხსახსრიანების აცეტილქოლინურ რეცეპტორებთან, არღვევენ ნერვული იმპულსების გადაცემას, რაც იწვევს მწერების სიკვდილს. მოქმედებს როგორც ფეხსახსრიანების ნერვული განგლიონის აქტივატორი. იმიდაკლოპრიდი ასევე აძლიერებს პერმეტრინის ინსექტიციდურ ეფექტს.
პრეპარატი ატაქსას® გამოყენების შემდეგ, მისი აქტიური კომპონენტები, პრაქტიკულად სისტემურ სისხლში შეწოვის გარეშე, სწრაფად ნაწილდება სხეულის ზედაპირზე და რჩება ეპიდერმისზე და ბეწვზე, აქვს ხანგრძლივი (4 კვირამდე) კონტაქტური ინსექტიციდური ეფექტი.
ატაქსა®, სხეულზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით, მიეკუთვნება ზომიერად საშიშ ნივთიერებებს (საშიშროების კლასი 3 ГОСТ 12.1.007-76-ის მიხედვით); რეკომენდებული დოზებით კანზე გამოყენებისას არ აქვს ადგილობრივი გამაღიზიანებელი, რეზორბციულ-ტოქსიკური, ემბრიოტოქსიური, ტერატოგენული, მუტაგენური ან სენსიბილიზაციის ეფექტი.
პრეპარატი ტოქსიკურია კატების, ფუტკრების, ასევე თევზისა და წყლის სხვა ორგანიზმებისთვის.
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი ატაქსა® გამოიყენება ძაღლებზე მოპარაზიტე ტილების, რწყილების და იქსოდიდის ტკიპების გასანადგურებლად, აგრეთვე ცხოველების მათი თავდასხმისგან დასაცავად.
უკუჩვენებები
პრეპარატის გამოყენების უკუჩვენება არის ცხოველის ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ინფექციური დაავადებებით დაავადებულებებისთვის ან გამოჯანმრთელების პერიოდში მყოფი ცხოველებისთვის.
გვერდითი მოვლენები, გართულებები:
პრეპარატ ატაქსა® ამ ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები ან გართულებები როგორც წესი, არ აღენიშნება. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კანის ინდივიდუალური რეაქციები (სიწითლე, ქავილი), რომლებიც სპონტანურად ქრება 1-4 დღის განმავლობაში და არ საჭიროებს პრეპარატების გამოყენებას.
თუ პრეპარატის კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე ცხოველში განვითარდა ალერგიული რეაქციები, პრეპარატი კარგად უნდა ჩამობანეთ საპნითა და გამდინარე წყლის დიდი ოდენობით. საჭიროებისამებს დაინიშნოს ანტიჰისტამინური და სიმპტომური საშუალებები.
დოზირება თითოეული სახეობისთვის, მიღების გზა და მეთოდი:
პრეპარატი გამოიყენება ძაღლის მშრალ, დაუზიანებელ კანზე ერთხელ დაწვეთებით («spot-on»). თავდაპირველად გამოყენებამდე პიპეტიდან მოხსენით დამცავი თავსახური და განალაგეთ ვერტიკალურად, გახვრიტეთ პიპეტის ცხვირის დამცავი გარსი (ჩამოაცვით თავსახური უკანა მხარეს), შემდეგ კვლავ მოხსენით საფარი.
პრეპარატის წასმა ხდება ცხოველის გადაწეულ ბეწვზე უშუალოდ კანზე, ბეჭებს შორის არეზე კისრის ძირში. არ წაუსვათ პრეპარატი სველ ან დაზიანებულ კანზე და არ დაუშვათ ცხოველების მიერ პრეპარატის ალოკვა
მსხვილი ცხოველების დამუშავებისას პიპეტების შიგთავის წასმა ხდება ხერხემლის გასწვრივ კანზე 3-4 ადგილას, ნიდაოდან კუდამდე.
ცხოველის წონის მიხედვით, პრეპარატი ატაქსა® გამოიყენება სხვადასხვა შეფუთვაში ცხრილში მითითებული დოზებით:
ძაღლის წონა |
ატაქსა® პიპეტების მარკირება |
პრეპარატის დოზა (პიპეტის ნომინალური მოცულობა),მლ |
4 კგ-მდე |
4 კგ-მდე წონის ძაღლებისთვის |
0,4 |
4-დან 10 კგ-მდე |
4-დან 10 კგ-მდე წონის ძაღლებისთვის |
1,0 |
10-დან 25 კგ-მდე |
10-დან 25 კგ-მდე წონის ძაღლებისთვის |
2,5 |
25-დან 40 კგ-მდე |
25კგ-ზე მეტი წონის ძაღლებისთვის |
4,0 |
40 კგ-ზე მეტი |
გამოიყენეთ სხვადასხვა შეფუთვის პიპეტების კომბინაცია |
40 კგ-ზე მეტი წონის ძაღლების მკურნალობისას პრეპარატი გამოიყენება 0,1 მლ/კგ სხეულის მასაზე გაანგარიშებით, სხვადასხვა შეფუთვის პიპეტების კომბინაციით.
დამუშავების შემდეგ ცხოველზე მოპარაზიტე მწერების სიკვდილი ხდება 12 საათის განმავლობაში, იქსოდოდის ტკიპების სიკვდილი ან ჩამოვარდნა 48 საათში. პრეპარატის რეპელენტური მოქმედება რწყილების, ტილების, ბეწვიჭამიების, სისხლმწოვი ორფრთიანი მწერების, აგრეთვე იქსოდიდური ტკიპების მიმართ ცხოველის ერთჯერადი დამუშავების შემდეგ გრძელდება 4 კვირამდე. განმეორებითი მკურნალობა საჭიროებისამებრ ტარდება თვეში ერთხელ.
განმეორებითი მკურნალობისთვის დადგენილი ვადების შეუსრულებლობის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა განახლდეს იმავე დოზითა და სქემის მიხედვით.
სპეციალური მითითებები:
განსაკუთრებული გაფრთხილებები სამიზნე სახეობისთვის:
პრეპარატი რჩება ეფექტური მაშინაც კი, თუ ცხოველის ბეწვი დასველდება. თუმცა რეკომენდირებულია თავი აარიდოთ ცხოველის წყალში დიდხანს ყოფნას, დამუშავების ეფექტურობის შემცირების თავიდან ასაცილებლად. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია ცხოველის ხელახალი დამუშავება პრეპარატი ატაქსა®-თი, მაგრამ არა უმეტეს კვირაში ერთხელ.
თუ აუცილებელია ცხოველის შამპუნით დაბანა, რეკომენდებულია ამის გაკეთება პრეპარატის გამოყენებამდე.
პრეპარატის პირველი გამოყენებისას ან მისი შეწყვეტის დროს რაიმე კონკრეტული ეფექტი არ გამოვლენილა.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას:
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება კატების, ასევე სხვა სახეობის ცხოველების მიმართ. კატის და ძაღლის ერთად ყოფნის შემთხვევაში, ცხოველები უნდა განთავსდნენ ცალ-ცალკე, პრეპარატის წასმის ადგილი ბოლომდე გაშობამდე (რათა არ მოხდეს კატის მიერ პრეპარატის ალოკვა).
პრეპარატი ატაქსა® არ არის განკუთვნილი პროდუქციის მწარმოებელ ცხოველებში გამოსაყენებლად.
სპეციალური სიფრთხილის ზომები, რომელიც უნდა დაიცვას პირმა, რომელიც ცხოველზე ვეტერინარული პრეპარატის გამოყენებას ახორციელებს:
პრეპარატთან მუშაობისას უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენის ზოგადი წესები და უსაფრთხოების ზომები, რომლებიც გათვალისწინებულია მედიკამენტებთან მუშაობისას. პრეპარატთან მუშაობისას დაუშვებელია მოწევა, დალევა და საკვების მიღება. მუშაობის დასრულების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ თბილი წყლით და საპნით. არ შეიძლება ცხოველის მოფერება ან მცირეწლოვან ბავშვებთან დაშვება მკურნალობიდან 24 საათის განმავლობაში.
პრეპარატის კანთან ან თვალების ლორწოვან გარსებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, ისინი უნდა ჩამოიბანოთ წყლის დიდი რაოდენობით. პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებმა თავი უნდა აარიდონ პრეპარატთან პირდაპირ კონტაქტს. ალერგიული რეაქციების განვითარებისას ან თუ პრეპარატი შემთხვევით მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას (თან უნდა იქონიეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია ან ეტიკეტი).
მაკეობა და ლაქტაცია:
მაკეობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მონაშენის მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ. არ გამოიყენოთ 7 კვირაზე ნაკლები ასაკის და/ან 1,5 კგ-ზე ნაკლები წონის ლეკვებში.
ურთიერთქმედება:
პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ სხვა ინსექტოაკარიციდულ საშუალებებთან ერთად.
მწერებით გამოწვეული ალერგიული დერმატიტის მკურნალობისას მიზანშეწონილია პრეპარატის გამოყენება პათოგენეტიკურ და სიმპტომატურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
შენახვის პირობები:
სამკურნალო პრეპარატს ინახავენ მწარმოებლის მიერ დახურულ შეფუთვაში, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, საკვები პრუდუქტებისა და საკვებისგან განცალკევებით, 0°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
შენახვის პირობების შესაბამისად, 3 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
პრეპარატი დაფასოებულია 0.4; 1.0; 2.5 და 4.0 მლ პოლიმერულ პიპეტებში და დალუქულია დამცავი საფარით. თითოეული პიპეტი მოთავსებულია ფოლგის პაკეტში. 1 ან 4 ცალი პიპეტების შეფუთვა შეფუთულია მუყაოს კოლოფებში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაიცემა ვეტერინარი ექიმის დანიშნულების გარეშე, ურეცეპტოდ.
ორგანიზაცია- შემმუშავებელი: სს "კრკა, დ.დ., ნოვო მესტო", შმარეშკა ცესტას ქ 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია/ «KRKA, d.d., Novo mesto», Slovenija
1. «KRKA, d.d., Novo mesto», Šmarješka cesta 6, 8501 Novo mesto, Slovenija;
2. «KRKA, d.d., Novo mesto», Pov- hova ulica 5, 8501 Novo mesto, Slo- venija.