გრანულირებული, მიკრობული მაჭიკის ფერმენტი 2250 IMCU/G
შემადგენლობა: მიკრობული მაჭიკის ფერმენტი (მიღებული, სოკო Rhizomucor miehei-დან) და ნატრიუმის ქლორიდი.
მიკრობული მაჭიკის ფერმენტი არის რძის შემადედებელი, რომელიც განკუთვნილია ყველის მწარმოებელ ქარხნებში გამოსაყენებლად და ანაცვლებს ანალოგიურ ცხოველური წარმოშობის მაჭკის ფერმენტს. მისიფერმენტაციის პროცესში მოქმედებს პათოგენებისგან თავისუფალი,გაწმენდილი სოკო - Rhizomucor miehei.
სპეციფიკაცია: შეესაბამება სტანდარტს: GB/T 1886.174-2016 (ფერმენტები კვების მრეწველობისთვის)
მახასიათებლები: გრანულირებული მიკრობული მაჭიკის ფერმენტი 2250 IMCU/გ არის ოდნავ მარილიანი, სტაბილური, წყალში ხსნადი; ნაკლებად ხსნადიაეთანოლში, ქლოროფორმში ან ეთილის ეთერში.
იგი ავლენს შედედების კარგ უნარს, რომელიც ძალიან ჰგავს ხბოს მაჭიკის(ხიმოზინის) შესაბამისი ტიპის ენდოპეპტიდაზას.
ფერმენტის აქტივობა დამოკიდებულია დამუშავების პირობებზე, რძის შემადგენლობაზე, კალციუმის კონცენტრაციაზე, pH-ზე და ტემპერატურაზე.
მიკრობული ფერმენტი განსაკუთრებით მისაღებია ვეგეტარიანელებისთვის.
არ შეიცავს გმო-ს და ალერგინს.
მზა პროდუქტს ახასიათებს სასიამოვნო, რძის პროდუქტისათვის დამახასიათებელი სუნი და გემო.
გამოიყენება ყველა ტიპის ყველის წარმოებაში, მომწიფების ვადით არაუმეტეს 4 თვისა.
ყველი ინახება ხანგრძლივად.
დოზირება: მიკრობული მაჭიკის ფერმენტი 2250-რძის კოაგულაციის საერთაშორისო ერთეულებით(IMCU).
რეკომენდებულია 30 IMCU-დან - 60 IMCU-მდე ერთ ლიტრ რძეზეგადაანგარიშებით, რაც ნიშნავს დიდი მოცულობის წარმოებლებისათვის 13,33 გ-დან 26,66 გ-მდე ფერმენტი 1000 ლიტრ რძეზე).
ხოლო ოჯახურ პირობებში - 1 გრ ფერმენტი საკმარისია 40-დან - 80 ლიტრის რძის შედედებისათვის, რაც დამოკიდებულია რძის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.
თავდაპირველად პროდუქტი უნდა გაიხსნას პასტერიზებულ, გაცივებულ და არაქლორირებულ წყალში. შეურიეთ რძეს და მოურიეთ 5 წუთის განმავლობაში.
შეფუთვა: 1გრ სამშრიანი პაკეტებში და 500 გ პოლიეთილენის ბოთლში.
შენახვის ვადა და პირობები: 2 წელი, შეინახეთ გრილ, მშრალ, მზისგან დაცულ ადგილას,
არაუმეტეს 20- 25°C ტემპერატურაზე.
შენახვის პირობების დარღვევა, გამოიწვეს ფერმენტის აქტივობის შემცირებას.
მწარმოებელი: შპს ბიოტეკსი, საქართველო