ნიუკასლის ვაქცინა ფრინველებისათვის

ნიუკასლის ვაქცინა ფრინველებისთვის

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნობიოლოგიური პრეპარატი

სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი

შემადგენლობა: გამოიყენება ლიოფილიზატი საინექციო სუსპენზიის დასამზადებლად. ვაქცინა დამზადებულია ნიუკასლის დაავადების ვირუსით (შტამი „H“) ინფიცირებული СПФ-ქათმის ემბრიონების ექსტრაემბრიონული სითხისგან, სტაბილიზატორის სახით შემდეგი ნივთიერებების დამატებით: საქაროზა (10%), პეპტონი (4%), ჟელატინი (1%).
ვაქცინა წარმოადგენს  რუხი  ფერის ფორიან  მშრალ მასას, რომელიც ადვილად იხსნება ფიზიოლოგიურ ხსნარში.
ბიოლოგიური თვისებები: ვაქცინა იწვევს ფრინველებში იმუნური პასუხის ფორმირებას ნიუკასლის დაავადების მიმართ ვაქცინაციიდან 48 საათის შემდეგ, რომელიც გრძელდება 12 თვემდე.
ვაქცინა უვნებელია, სამკურნალო თვისებები არ გააჩნია.
გამოყენების წესი: ვაქცინა განკუთვნილია მოზრდილი ქათმების, ციცრების  და ინდაურების იმუნიზაციისთვის ნიუკასლის დაავადებისთვის არახელსაყრელ მეურნეობებში.
იმუნიზაცია უტარდება კლინიკურად ჯანმრთელ ფრინველს 60 დღის ასაკიდან, აცრილი ფრინველებისგან უფრო პატარა ასაკობრივი ჯგუფების სრული მკაცრი იზოლაციის უზრუნველყოფით. აცრა კეთდება კუნთში. ვაქცინის ამპულებში შეჰყავთ სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი, ეტიკეტზე მითითებული ლიოფილიზებული ვირუსის მოცულობის ოდენობით  და  ამზადებენ ვაქცინის სამუშაო გაზავებას თანაფარდობით 1:1000. მაგალითად: 0,1 სმ3 მოცულობის ვაქცინის ვირუსში შეჰყავთ 0,1 სმ3 ფიზიოლოგიური ხსნარი და აზავებენ 1:1000, მიღებულ ნარევში 100 სმ3-მდე ფიზიოლოგიური ხსნარის დამატებით (ამ შემთხვევაში 99,9 სმ3).
დოზა:
– 120 დღემდე ასაკის წიწილებზე 0,5 სმ3-ის გაანგარიშებით;
– 1,0 სმ3უფროსი ასაკის ქათმებსა და ციცრებში;
– 2,0 სმ3 მოზრდილ ინდაურებს.
ვაქცინა შეჰყავთ მკერდის კუნთში ან ბარკლის კუნთში. საინექციო ნემსი შეჰყავთ მკერდის კუნთის შუა ნაწილში 0,3-0,5 სმ სიღრმეზე მახვილი კუთხით თავის მიმართულებით (კუდის მიმართულებით ნემსის შეყვანისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძვლის და ღვიძლის გახვრეტას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფრინველის სიკვდილი).
გვერდითი მოქმედება: წინამდებარე ინსტრუქციის თანახმად ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ აღინიშნება. ინექციის ადგილზე შეიძლება განვითარდეს მცირე შეშუპება, რაც ქრება 2-3 კვირაში. ნიუკასლის დაავადების გამოვლენის სიმპტომები ან სხვა პათოლოგიური ნიშნები ვაქცინის დოზის გადაჭარბებისას დადგენილი არ არის.

დაფასოება: ვაქცინა გამოდის 1 სმ3 ვაქცინის ვირუსის შემცველობით (100დოზა).


უკუჩვენება: აკრძალულია ვაქცინის გამოყენება სხვა იმუნობიოლოგიურ პრეპარატებთან ერთად.
აკრძალულია დაუძლურებული, დასუსტებული ფრინველის და 60 დღემდე ასაკის წიწილების აცრა.
დაყოვნების პერიოდი: აცრილი ფრინველის ხორცის და კვერცხის გამოყენების შეზღუდვა არ არის.
შენახვის პირობები: ვაქცინის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება მშრალ, ბნელ ადგილზე 2°С-8°С ტემპერატურის პირობებში.

შენახვის ვადა: ვაქცინის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 12 თვეს გამოშვების დღიდან, შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების დაცვის შემთხვევაში. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ვაქცინა არ გამოიყენება.

მწარმოებელი: სტავროპოლის ბიოფაბრიკა, რუსეთი

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ