წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი, ცხვარი, თხა, ძაღლი და კატა.
მწარმოებელი: ინვესა, ესპანეთი.
შემადგენლობა:
1მლ შეიცავს: გენტამიცინის სულფატს (20მგ ფუძის ეკვივალენტი) 30მგ, სულფადიმეტოქსინს 200მგ, ტრიმეტოპრიმს 40მგ.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხენის, ცხვრის, თხის, ძაღლის და კატის ინფექციური პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია გენტამიცინისა და სულფადიმეტოქსინ - ტრიმეტოპრიმის მიმართ მგრძნობიარე მიკრობებით. მათ შორის ის გამოიყენება რესპირატორული ტრაქტისა და შარდსასქესო სისტემის ინფექციების, საშვილოსნოს ანთების, პიელიტის, პიელონეფრიტის, ცისტიტის, ურეტრიტის, პასტერელეზის, ახალგაზრდა ცხოველებში დიარეის და მასტიტის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა: 10მლ, 40მლ, 100მლ, 250მლ ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზები
მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი, ცხვარი, თხა, ძაღლი და კატა:
პრეპარატი შეჰყავთ კუნთში დოზით 1მლ/10კგ ც.წ-ზე, 12-24 საათში ერთჯერ, 3-5 დღის განმავლობაში.
უფრო მწვავე შემთხვევებში პრეპარატის მიღება შესაძლებელია 7 დღის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით, როგორც ამას ვეტერინარი გადაწყვეტს. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში, აუცილებელია დოზის შემცირება.
ჭარბი დოზირებისას არ დაფიქსირებულა ინტოქსიკაცია მოცემული პრეპარატით. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს ტრადიციული ზომები და ჩატარდეს სიმპტომატური მკურნალობა.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 5-25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.