ტილოტექსი (Tyloteks)
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი;
სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი, კატა, ფრინველი. შემადგენლობა 1მლ საინექციო ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ტილოზინის ტარტრატს - 100მგ;
აღწერა: ყვითელი ფერის გამჭირვალე სითხე, დამახასიათებელი სუნით
გამოშვების ფორმა: 10 მლ,20 მლ,50 მლ და 100 მლ საინექციო ხსნარი მოთავსებული მუქი ფერის მინის ფლაკონში,ჰერმეტულად დახურული რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩითა და პლასტმასის სახურავით, პირველი გახსნის კონტროლისთვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ტილოზინის ტარტრატი - მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია ბაქტერიოსტატიკური მოქმედების ფართო სპექტრით, იგი აქტიურია გრამდადებითი და ზოგიერთ გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმარ. ტილოზინის ტარტრატის აქტიური მოქმედება ეფუძნება 50S რიბოსომურ ქვედანაყოფთან კომპლექსის წარმოქმნის შედეგად ბაქტერიულ უჯრედებში ცილების სინთეზის დათრგუნვას. ამ დროს ხდება პეპტიდილტრანსფერაზასთან ინტერფერენცია, რაც აბრკოლებს პეპტიდური ჯაჭვის ფორმირებას. კუნთში შეყვანისას ანტიბიოტიკი სწრაფად შეიწოვება და აღწევს ქსოვილებში მაქსიმალურ კონცენტრაციას მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. ორგანიზმში ანტიბიოტიკის თერაპიული დონე ნარჩუნდება 20-24 საათის განმავლობაში. ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდთან და ნაღველთან ერთად, მეწველი ცხოველებიდან - რძესთან ერთად. ორგანიზმზზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით, იგი კლასიფიცირდება როგორც ნაკლებად საშიში ნივთიერება (საშიშროების კლასი 4, სახელმწიფო სტანდარტი 12.1.007-76-ის მიხედვით).
გამოყენების ჩვენებები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - სასუნთქი გზების დაავადებები, დიფტერია, მასტიტი, მეტრიტი, ვირუსული დაავადებების მეორადი გართულებები;
ცხვარი, თხა - ინფექციური აგალაქტია, თხის პნევმონია.
ღორი - ენდემური პნევმონია, მიკოპლაზმური ართრიტი, ღორის წითელი ქარი, დიზენტერია, გასტროენტერიტი, ბაქტეროილოგიური ეტიოლოგიის დაავადებები.
ძაღლი, კატა - კუჭნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი და შარდსასქესო სისტემების ბაქტერიული ეტიოლოგიის დაავადებები.
ფრინველებში – რესპირატორული მიკოპლაზმოზი და ინდაურის ინფექციური სინუსიტი, წიწილებისა და ინდაურების ქრონიკული რესპირატორული ინფექციები, ქათმების ინფექციური რინიტი (გადამდები სურდო), ქათმებისა და ინდაურების სპიროქეტოზი, ნეკროზული ენტერიტი გვერდითი მოვლენები რეკომენდირებული დოზებით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები არ გამოვლენილა. ძალიან იშვიათად ღორებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები ერითემის, ქავილის, რესპირატორული გამოვლინებები, მსუბუქი შეშუპებით სწორი ნაწლავის უმნიშვნელო პროლაფსი, რომლებიც სწრაფად ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
უკუჩვენებები: ცხოველების გაზრდილი ინდივიდუალური მგრძნობელობა ტილოზინის მიმართ. არ გამოიყენება ცხენების სამკურნალოდ. არ შეიძლება თიამულინთან, კლინდომიცინთან, ლევომიცეტინთან, პენიცილინთან, ცეფალოსპორინთან, ლინკომიცინთან, ერთადროულად გამოყენება პრეპარატის ანტიბაქტერიული ეფექტის შემცირების გამო.
გამოყენების წესი, დოზირება: პრეპარატი გამოიყენება კუნთებში საინექციოდ, დღე-ღამეში ერთხელ, მკურნალობის კურსი 3-5 დღე. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა, ცხვარი: 1 მლ 10-20 კგ. ც.წ-ზე; ღორი: 1 მლ 10-50 კგ ც.წ-ზე; ძაღლი, კატა: 1 მლ 10-20 კგ ც.წ-ზე; ფრინველი: 0,1 მლ 1კგ ც.წ-ზე. შ ე ნ ი შ ვ ნ ა! ხსნარის რაოდენობა ინექციის ერთ ადგილას არ უნდა აღემატებოდეს ღორისთვის - 5 მლ-ს, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის -10 მლ-ს.
სპეციალური გაფრთხილებები: ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან პრეპარატი შეთავსებადია სულფანილამიდებთან, ნიტროფურანებთან, ერითრომიცინთან, სპექტომიცინთან. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას: პრეპარათან მუშაობისას უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენის ზოგადი წესები და უსაფრთხოების ზომები, რომლებიც გათვალისწინებულია მედიკამენტებთან მუშაობისას. პრეპარატთან მუშაობისას არ დალიოთ, მოწიოთ და არ ჭამოთ. სამუშაოს დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები თბილი წყლით და საპნით. პრეპარატის კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობიარე პირებმა თავი უნდა აარიდონ ტილოზინთან პირდაპირ კონტაქტს. თუ პრეპარატი მოხვდება კანზე ან ლორწოვან გარსზე, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი ოდენობის გამდინარე წყლით. ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ან შემთხვევით თვითინექციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას (თან იქონიეთ გამოყენების ინსტრუქცია ან ეტიკეტი).
გამოყენება მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში: მეკეობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატს იყენებენ სიფრთხილით, ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ.
დაყოვნების პერიოდი ხორცი და სუბპროდუქტები:
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი: სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 8 დღის შემდეგ; ფრინველი: 3 დღის შემდეგ; კვერცხი: ფრინველის კვერცხი ადამიანის მოხმარებისთვის ნებადართულია, იმ პირობით, თუ პრეპარატი გამოიყენება მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული მითითებების (ეტიკეტის, ინსტრუქციის) შესაბამისად; კვერცხის მოცდის პერიოდი 0 დღეა. რძე: ადამიანებისთვის საკვებად გამოყენება ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 4 დღის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20°C-ტემპერატურისა. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოიყენება მხოლოდ ვეტერინარიაში
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი დამზადების თარიღიდან. არ გამოიყენოთ ფლაკონზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი: შპს ,,ბიოტეკსი”, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8