პენბექსი (Penbex)

წამლის ფორმა:   საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

 

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, კომპლექსური ანტიბაქტერიალური საშუალება.

 

 

 

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი, ცხვარი, თხა, ძაღლი, კატა.

 

 

 

მწარმოებელი, ქვეყანა:  ინვესა, ესპანეთი.

 

 

 

შემადგენლობა:  1 მლ შეიცავს: პროკაინ პენიცილინ G-ს 200,000 მ.ე; დიჰიდროსტრეპტომიცინ სულფატს 250 მგ; ბეტამეტაზონს 0.5 მგ; ქლორფენირამინის მალეატს 8 მგ; პროკაინ ჰიდროქლორიდს 15 მგ;

 

 

 

გამოყენების ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხენის, ცხვრის, თხის, ძაღლის და კატის ბაქტერიული ინფექციების, მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, შარდსასქესო სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, პასტერელოზის, გასტროენტეროკოლიტის, მასტიტის, ოპერაციული,  ჭრილობების, მშობიარობის შემდგომი და სხვა პირველადი და მეორადი ბაქტერიული ეტიოლოგიის ინფექციების დროს, რომელთა აღმძვრელებიც მგრძნობიარეა პენიცილინის და სტრეპტომიცინის მიმართ.

 

 

 

გამოშვების ფორმა: 10მლ, 50მლ, 100მლ, 250მლ და 500მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.

 

 

 

გამოყენების წესი და დოზები:

 

 

 

პრეპარატი შეჰყავთ კუნთში ღრმად, დღეში ერთჯერ. მკურნალობის კურსი 3-5 დღე. 

 

 

 

მსხვილფეხა პირუტყვი და ცხენი: 1მლ 20 კგ ცოცხალ წონაზე 3-5 დღის განმავლობაში; მძიმე შემთხვევებში, ასევე ხბოებს და კვიცებს 60კგ-მდე ეძლევათ 1 მლ 10კგ ცოცხალ წონაზე.

 

 

 

ღორი, ცხვარი და თხა: 1მლ 10 კგ ცოცხალ წონაზე 3-5 დღის განმავლობაში;

 

 

 

ძაღლი და კატა: 1მლ 10 კგ ცოცხალ წონაზე 3-5 დღის განმავლობაში;

 

 

 

პრეპარატის  მაქსიმალური მოცულობა ერთ ადგილზე ინექციის დროს არ უნდა აღემატებოდეს: მსხვილფეხა პირუტყვი და ცხენი – 20 მლ; ღორი – 10 მლ; ცხვარი და ხბო- 5 მლ; გოჭი, კატა და ძაღლი – 2,5 მლ.

 

 

 

შენახვის პირობები:

 

 

 

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 5 - 15°C–მდე ტემპერატურაზე.

 

 

 

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ