წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში;
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ფრინველი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შედგენილობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ალბენდაზოლს 400მგ.
გამოყენების ჩვენებები
ცხენის, მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, სხვა ცხოველების, ფრინველის დეჰელმინთიზაცია, მათ შორის:
ცხენი, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - სტრონგილატოზი.
ფილტვის ნემატოდები: დიქტიოკაულოზი. ცესტოდები - მონიეზიოზი.
ტრემატოდები: ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომიდოზები.
ღორი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - ასკარიდოზი, ეზოფაგოსტომოზი.
ფრინველი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - ასკარიდიოზი, ჰეტერაკიდოზი
გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი პოლიეთილენის კონტეინერში.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი ეძლევათ პერორალურად, ერთჯერადად, დიეტის გარეშე ინდივიდუალურად ან ჯგუფური მეთოდით საკვებთან ერთად.
მსხვილფეხა პირუტყვი, ირმები, აქლემები, ველური მცოხნავები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები, ფილტვის ნემატოდები -1ტაბლ/40კგ ც.წ-ზე (10მგ/კგ ც.წ-ზე), ცესტოდები 1ტაბლ./55კგ ც.წ-ზე (7.5მგ/კგ ც.წ-ზე); ტრემატოდები - 1 ტაბლ /30კგ ც.წ-ზე (15 მგ/კგ ც.წ-ზე).
ცხვარი, თხა: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები, ფილტვის ნემატოდები, ცესტოდები - 1 ტაბლ/40კგ ც.წ-ზე (10მგ/კგ ც.წ-ზე);
ღორი: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები _ 1 ტაბლ/25კგ ც.წ-ზე (17მგ/კგ ც.წ-ზე).
სხვა ცხოველები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები, ცესტოდები -1ტაბლ/40კგ ც.წ-ზე (10მგ/კგ ც.წ-ზე).
ფრინველი: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები - 1ტაბლ/25კგ ც.წ-ზე (17მგ/კგ ც.წ-ზე); ფილტვის ნემატოდები - 1 ტაბლ/30კგ ც.წ-ზე (15 მგ/კგ ც.წ-ზე)
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.