ალბექსი 600 / Albeks 600

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ირემი, აქლემი, ველური მცოხნავები, თხა, ცხვარი, ღორი, ფრინველი.


მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.


შედგენილობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ალბენდაზოლს 600მგ.


გამოყენების ჩვენებები


მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი:


კუჭნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - სტრონგილატოზი.


ფილტვის ნემატოდები: დიქტიოკაულოზი.


ცესტოდები - მონიეზიოზი.


ტრემატოდები: ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომიდოზები.


ღორი: კუჭნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - ასკარიდოზი, ეზოფაგოსტომოზი.


ფრინველი: კუჭნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - ასკარიდიოზი, ჰეტერაკიდოზი.


გამოშვების ფორმა:  № 50 და № 300 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში.


გამოყენების წესი და დოზები


პრეპარატი ეძლევა პერორალურად, ერთჯერადად, დიეტის გარეშე ინდივიდუალურად ან ჯგუფური მეთოდით საკვებთან ერთად.


მსხვილფეხა პირუტყვი, ირემი, აქლემი, ველური მცოხნავები - კუჭნაწლავის  ტრაქტის ნემატოდები - 1ტაბ./60კგ ც.წ-ზე (10მგ/კგ ც.წ.);  ფილტვის ნემატოდები - 1ტაბ/60კგ ც.წ-ზე; ცესტოდები - 1 ტაბ/66კგ ც.წ-ზე;  ტრემატოდები - 1 ტაბ/40კგ ც.წ-ზე.
თხა, ცხვარი - კუჭნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - 1 ტაბ/60კგ ც.წ-ზე; ფილტვის ნემატოდები - 1ტაბ./60კგ ც.წ-ზე; ცესტოდები - 1ტაბ/60კგ ც.წ-ზე; ტრემატოდები - 1 ტაბ/40კგ ც.წ-ზე

ღორი - კუჭნაწლავის ნემატოდები - 1 ტაბ/60კგ ც.წ-ზე; ფილტვის ნემატოდები - 1 ტაბ/60კგ. ც.წ-ზე

ფრინველი - კუჭნაწლავის ნემატოდები 1ტაბ/35კგ ც.წ-ზე (17მგ/კგ ც.წ-ზე), ფილტვის   ნემატოდები - 1 ტაბ/18კგ ც.წ-ზე (33მგ/კგ ც.წ-ზე).


შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ, მშრალ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ