ჩემი სპრეი

წამლის ფორმა: სუსპენზია გარეგანი გამოყენების, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა, შინაური ფრინველი.


შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ქლორტეტრაციკლინს (ქლორჰიდრატი) 2გ, გენციან-ვიოლეტს 0.5გ 4.


დამხმარე ნივთიერებები:
პროპელენტი ქ.ს. და შემავსებელი 100 მლ-მდე


გამოშვების ფორმა:
აეროზოლი 200 მლ ალუმინის ფლაკონში


ფარმაკოლოგიური თვისებები


მიკრობსაწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების ერთობლივი ზემოქმედებით მიკრობის უჯრედზე.


ქლორტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი
აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, მათ შორის

Streptococcus spp., Haemophilus spp., Klebsiella spp., Clostridium spp., Fusobacterium spp., Rickettsia spp., Chlamydia spp. 

ანტიბაქტერიული მოქმედების მექანიზმი ეფუძნება მემბრანული უჯრედის ცილისა (რიბოსომების ფუნქციის ბლოკადა) და რნმ სინთეზის დათრგუნვას.


გენციან-ვიოლეტი - ანტისეპტიკური საღებავი, რომელიც ავლენს ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას მიკრობული უჯრედების ნუკლეოპროტეინების მჟავურ ჯგუფებთან ურთიერთქმედების ხარჯზე.
გამოყენების ჩვენებები


გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ძაღლების კანის ინფექციური დაზიანებების დროს:


- ჭრილობების (მათ შორის ქირურგიული, ტრავმული) დასამუშავებლად;

- რქების, ჩლიქების ინფექციური დაზიანებების (ჩლიქებშორისი დერმატიტი);

- ღია აბსცესების, წყლულების სამკურნალოდ.


გამოყენების წესი და დოზები


პრეპარატის გამოყენებამდე დაზიანებულ ადგილებს ასუფთავებენ ჭუჭყისაგან, აცილებენ მკვდარ ქსოვილებს. აეროზოლიან ფლაკონს კარგად ანჯღრევენ. მიაფრქვევენ დაზიანებულ ადგილებზე 1-2 წამით 10-20 სმ მანძილიდან. მიფრქვევის შემდეგ ცხოველს არ აძლევენ პრეპარატის ალოკვის საშუალებას 5 წუთის განმავლობაში. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ჭრილობის სიმძიმეზე და მისი შეხორცების სიჩქარეზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.


გამოყენების წინ აეროზოლი  შეანჯღრიეთ.


გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები კანსა და ლორწოვან გარსზე ქლორტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე ცხოველებში სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

თუთია ამცირებს გენციან ვიოლეტის აქტიურობას.


დოზების გადაჭარბება:


რამდენადაც პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი ხმარებისათვის, ინტოქსიკაცია დოზების გადაჭარბებისას პრაქტიკულად შეუძლებელია. ხანგრძლივი მკურნალობისას მაღალი მგრძნობიარობის გამო შეიძლება გაჩნდეს დერმოპატია, რომელიც მკურნალობის შეწყვეტისას გაქრება.


უკუჩვენებები


არ გამოიყენება ქლორტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე ცხოველებში.


განსაკუთრებული მითითებები

 

გვერდითი მოვლენების წარმოშობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებას წყვეტენ, ჩამობანენ დამუშავებულ ადგილებს და უნიშნავენ სიმპტომატურ თერაპიას.


პრეპარატი საჭიროა გამოყენებულ იქნას კარგად განიავებად შენობებში. კანზე ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში აუცილებელია მათი ჩამობანვა დიდი რაოდენობის წყლით.


აკრძალულია პრეპარატის ღია ცეცხლთან ახლოს გაფრქვევა, ცარიელი ფლაკონის დაშლა ან გახვრეტა.


დაყოვნების პერიოდი:


იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება სისხლის მიმოქცევის სისტემაში, არ არსებობს შეზღუდვა ცხოველთა სახორცედ დაკვლისა და რძის საკვებად გამოყენებაზე.


ცხოველთა იძულებით დაკვლის შემთხვევაში ჩემი სპრეით დამუშავებული ზონის უტილიზაცია აუცილებელია.


შენახვის პირობები


ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25°ჩ-ზე. აუცილებელია მოარიდოთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას და ფლაკონის გათბობას 45°C ტემპერატურამდე.


ვარგისობის ვადა: 4 წელი.


მწარმოებელი ქვეყანა: INVESA, ესპანეთი

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ