წამლის ფორმა: ზეთოვანი სუსპენზია, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, წვრილფეხა პირუტყვი.
მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.
შემადგენლობა: ცეფალექსინის მონოჰიდრატი 350 მგ, გენტამიცინის სულფატი 35 მგ.
გამოყენების ჩვენებები
მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მასტიტები (ტუბერკულოზური ეტიოლოგიის მასტიტების გარდა).
გამოშვების ფორმა: 10მლ ერთდოზიან პოლიეთილენის შპრიცში.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი შეჰყავთ ინტრაცისტერნალურად ყოველ 12-24 საათში (არაუმეტეს 3-ჯერ).
მსხვილფეხა პირუტყვი - შეჰყავთ 1 შპრიცი (10 მლ) ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედში;
წვრილფეხა პირუტყვი – შეჰყავთ 5მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედში. პრეპარატის გამოყენების წინ დაავადებული მეოთხედებიდან ჩამოწველიან რძეს, დვრილის დეზინფექციის შემდეგ შეჰყავთ შპრიცის შიგთავსი დვრილის არხში. პრეპარატის შეყვანის შემდეგ რეკომენდებულია დვრილის მსუბუქი მასაჟი ქვემოდან ზემოთ.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, კაშკაშა სინათლისა და მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილას 5-25°C-ზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.