წამლის ფორმა: საინექციო ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა, ძაღლი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1გ შეიცავს: დიმინაზინ დიაცეტურატს 444,3მგ; ფენაზონს 555,3მგ; ვიტამინი B12–ს 0,4მგ.
გამოყენების ჩვენებები
მსხვილფეხა პირუტყვის, ცხენის, ცხვრის, თხის და ძაღლის სისხლის პარაზიტული დაავადებების (ტრიპანოსომოზი, პიროპლაზმოზი, ბაბეზიოზი, ჰემოსპორიდიოზი, ფრანსაიელოზი, ნუტალიოზი), აგრეთვე შერეული ინვაზიების (პიროპლაზმოზი და ფრანსაიელოზი) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
გამოშვების ფორმა: 1,57გ და 2,36გ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზირება
მომზადება: 1,57გ პიროტექსი + B12-ს ფლაკონში ემატება საინექციო წყალი 8,5მლ ან 2,36გ პიროტექსი + B12-ს ფლაკონში საინექციო წყალი 12,5მლ ოდენობით. მიღებული ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთში.
მსხვილფეხა პირუტყვის, ცხენის, ცხვრის, თხის და ძაღლის სამკურნალოდ გამოიყენება პიროტექსი+B12-ის ხსნარი ერთჯერადი დოზით 1მლ/20კგ.ც.წ-ზე, პროფილაქტიკისთვის - 1მლ/40კგ.ც.წ-ზე.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.